საქართველო ბაჩო ახალაია:"ბიძინა, ნურც იოცნებებ რომ უკან დავიხევ!!" 2013, 8 ნოემბერი, 19:51 თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ახალაიას განცხადებით, საქართველო ფლანგავს ვარდების რევოლუციის მონაპოვარს და მასთან ერთად კარგავს სახელმწიფოებრიობასაც. წერს, რომ სახელმწიფო უწყებაში რუსული სპეცსამსახურების მასობრივი ინფილტრაცია, დავიწყებული ძველი სახეების გაცოცხლება და კრიმინალური სამყაროს რეინკარნაცია ხდება. 47 3-ს მოსწონს 1-ს არა
|