x
იოგას ტურნირში გვანცა დარასელიამ გაიმარჯვა

imageთბილისში ძალზე მოდურმა გატაცებამ იოგამ ჟურნალისტები გააერთიანა და შეჯიბრის მონაწილეებად აქცია.31 ოქტომბერს იოგას ცენტ "ანანდა" ხელმძღვანელის, ედიტა დილანიანის ხელმძღვანელობით მედიატურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ტელევიზიის ასევე რადიოსა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები. რადგან ჟურნალისტები ამ სფეროში სრულიად გამოუცდელები

იყვნენ, იოგას ცენტრმა ყველა მათგანს საშუალება მისცა, მოსამზადებელი, გაცნობითი კურსი გაევლოთ ინდოელ ინსტრუქტორებთან.image
imageimage


ტურნირმა ხალისიან გარემოში ჩაიარა. ყველა მონაწილეს დაურიგდა სასაჩუქრე ბარათები. ჟიურიმ საუკეთესო მონაწილედ ტელეკომპანია 'რუსთავი2'-ის სახე გვანცა დარასელია დაასახელა, რომელმაც საჩუქრად იოგასა და მასაჟის ორთვიანი აბონიმენტი და სამომავლოდ დიდი სტიმული მიიღო.



-მანამდე იოგაზე არასოდეს მივლია, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი, რომ აქტიურად ვივარჯიშებ. ნამდვილად არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი, -განაცხადა გახარებულმა გვანცამ.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0