სუპერმოდელი და ტელევარსკვლავი ჰაიდი კლუმი ყოველთვის ახერხებს საზოგადოების გაკვირვებას. ამჯერად მან ექსპერიმენტი საკუთარ გარეგნობაზე ჩაატარა და 40 წლისამ 95წლის ასაკი მოირგო. თავის დაბერება კი ასე ახსნა: - ჟურნალისტებმა ცუდად აიტაცეს ჩემი ასაკი-40წელი. ყოველდღე მეკითხებოდნენ, როგორია ამ ასაკში შესვლა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, როგორი ბებერი ვიქნებოდი, -განმარტა კლუმმა. ამ ექსპერიმენტში დასახმარებლად ჰაიდიმ ცნობილ ვიზაჟისტს ბილი კორსოს მიმართა,
შედეგმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
-თავიდან მეც კი შემეშინდა, როცა სარკეში ჩემი სიბერე დავინახე. უფრო მეტი ეფექტისათვის შანელის ვინტაჟური კოსტიუმი ავირჩიე. ახლა ყველა დაწყნარდება და აღარასოდეს მკითხავენ როგორ აღვიქვამ საკუთარ სიბერეს, -აცხადებს მოდელი.