ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა, რომ არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია, თუმცა ბრიტანელი ქირურგი აიჰამ ალ-აიუბი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, „ტვიტერზე“ ჯენიფერის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი სახის კომენტარი დაურთო:
„ჯენიფერის სახის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გადატანილი. ის ბუნებრივად ლამაზია, მაგრამ ოპერაციების შემდეგ სრულყოფილი გახდა!“.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ჯენიფერის ფანებმა ექიმის სიტყვებს „ფარსი“ უწოდეს. ქირურგს თავად ვარსკვლავიც გამოეხმაურა.
„მაპატიეთ სერ, მაგრამ მე არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია“ – დაწერა 44 წლის ვარსკვლავმა.
საბოლოოდ ქირურგმა საჯარო ბოდიში მოიხადა და ყველაფერი მის ასისტენტს დააბრალა.
„ძვირფასო ჯენიფერ ლოპეს. ბოდიშს გიხდით „ტვიტერზე“ განთავსებული პოსტისთვის, რომელიც ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემმა ასისტენტმა გამოაქვეყნა. თქვენ ბუნებრივად ლამაზი ხართ, მაკიაჟი ზოგჯერ ცვლის სახის ნაკვთებს და ისიც მხოლოდ უკეთესობისკენ!“ – განაცხადა პლასტიკურმა ქირურგმა.