ქალი გავიახალგაზრდავოთ სახის კანი 15 წუთში.5 სახის ზამთრის ნიღაბის დამზადება სახლის პირობებში 2013, 7 ნოემბერი, 19:53
გაიკეთე კანის გამაცოცხლებელი და გამაახალგაზრდებელი ნიღაბი, კვირაში 2-3ჯერ.აირჩიეთ ზამთრის ნიღაბი-სახის ლამაზი კანის შესანარჩუნებლად.
საუკეთესო ზამთრის ნიღბები:
1.შვრიის ბურღულის ნიღაბი.
----------------------------------- 3-4 სუფრის კოვზ ბურღულს დავასხათ მდუღარე რძე, ისე რომ დაიფაროს.რომ შეგრილდება, თბილი ნიღაბი დავიდოთ სახეზე 15-20 წუთი.შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.ეს ნიღაბი კარგია ქარისაგან გამომშრალი და გაუხეშებული კანისათვის. 2.კეფირის ნიღაბი. ––––––––––––––– ნიღაბისთვის დაგვჭირდება 100-200 გრ ცხიმიანი კეფირი ან არაჟანი.კეფირი დავიდოთ სახეზე რამდენჯერმე, 20 წუთის განმავლობაში–შეშრობისთანავე.შემდეგ კი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.თუ არაჟანს გამოვიყენებთ მაღალ პროცენტული ცხიმიანობით, მას მხოლოდ ერთხელ დავიდებთ და 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანთ. 3.ხაჭოს ნიღაბი. –––––––––––––– 2ს.კოვზი ხაჭო, 2ს.კოვზი სტაფილოს წვენი, 2ს.კოვზი ზეითუნის ზეთი, 2ს.კოვზი რძე, ავურიოთ ერთმანეთში კარგად და დავიდოთ სახეზე მკვრივ ფენად.გავიჩეროთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. 4.თაფლის ნიღაბი. ––––––––––––––– 2ს.კოვზი თაფლი, 1ს.კოვზი შვრიის ბურღული, 2ჩ.კოვზი რძე, ავურიოთ და დავიდოთ სახეზე 15 წუთი.შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. შენიშვნა:ეს ნიღაბი დაუშვებელია იმათთვის, ვისაც თაფლზე ალერგია აქვს. 5.ბანანის ნიღაბი. –––––––––––––– გავხეხოთ ერთი ბანანი, 1ჩ.კ.მკვებავი კრემი, 1ჩ.კ.ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ.კ.ლიმონის წვენი, ავურიოთ კარგად და დავიდოთ სახეზე 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. მე მგონი შევძელი თქვენთვის სასურველი რჩევის მოცემა და ადვილათ შეძლებთ თქვენთვის სასურველი ნიღაბი შეარჩიოთ და თქვენი კანი დაიცვათ ზედმეტი გამოშრობისაგან, რაც ზამთრის სუსხს ახასიათებს.ჯანმრთელობას გისურვებთ და მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეთ! 221 4-ს მოსწონს
|