x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135293
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509569
ვარსკვლავები და მათი ოთხფეხა მეგობრები
image- ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავს სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, რომლებსაც აშკარად გაუმართლათ... ზოგიერთ ვარსკვლავს წვეულებებზეც დაჰყავს საყვარელი არსება. ყველაზე განებივრებულები მაინც პერის ჰილტონის ოთხფეხები არიან. ის მხოლოდ პატარა ჯიშის ძაღლებს სწყალობს და მარტო ცნობილი ბრენდების სამოსს აცმევს.

- ეშლი ტისდეილს კრემისფერი კუწკუწა ძაღლი ჰყავს, რომელსაც ერთი წუთითაც არ იშორებს გვერდიდან.

- მაილი საირუსს სახლში ორი მეგობარი ჰყავს. რაც არ უნდა გადაუდებელი საქმე ჰქონდეს, დილაობით მათთვის მაინც იცლის და მამამისთან ერთად ასეირნებს.

- ჯასტინ თიმბერლეიკის ყავისფერი "პიტბული" საკმაოდ აგრესიულია და მხოლოდ პატრონს უშვებს მოსაფერებლად.


- მსახიობი ჯეკ გილენჰაალი კი "ავჩარკებს" სწყალობს. მისი საყვარელი ოთხფეხა პატრონს ნებისმიერ სურვილს უსრულებს.

- ჯესიკა სიმპსონი კი ცდილობს, როდესაც თავის კრემისფერ პატარას ასეირნებს, ქუდის ან რომელიმე აქსესუარის ფერი მისი ბეწვის ფერს შეუხამოს.

- ცნობილმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ იმდენი ქნა, რომ თავის ოთხფეხა მეგობრებს სანაპირო შეაყვარა. საწყალი ძაღლები პატრონის ხელში ლამისაა გაირუჯონ.

- ბრიტნი სპირსს კი "ჯიბის" ძაღლი ჰყავს. მომღერალმა მას მომვლელი მიუჩინა, რათა მას ყურადღება მიაქციოს, რომ შემთხვევით ფეხი არავინ დაადგას.

0
30
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0