სხვა მსოფლიოს ყველაზე სულის შემძვრელი ფოტოები 2013, 5 ნოემბერი, 20:56 სურათი ხშირად ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სიტყვა. ზოგიერთ ფოტოს ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგიერთი შესაძლოა ძალიან დაუვიწყარი იყოს, გაკავშირებდეთ წარსულთან, აღვიძებდეს თქვენში სასიამოვნო შეგრძნებას, მოგონებას და ა.შ. ზოგიერთმა მათგანმა კი შესაძლოა ძალიან დიდი სევდა მოგანიჭოთ, სწორედ ამაში გამოიხატება მისი ძალა. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ფოტოებს მსოფლიოს წარსულიდან, რომელიც თქვენში კარ ემოციასაც აღძრავს და ცუდსაც. ალბათ მათი ნახვის შემდეგ მაინც დავრწმუნდებით, რომ სწორედ ახლა გვჭირდება ბევრი სიყვარული, ტოლერანტობა, სითბო და ერთმანეთის პატივისცემა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიულ და ძალიან ძლიერ ფოტოს.
მშიერი ბავშვისა და მისიონერის ხელები გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა და 23 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ექიმის ასისტენტს კუთხეში ძინავს. მამა-შვილი- 1949- 2009 წლები 12 წლის ბრაზილიელი ვიოლინოზე უკრავს თავისი პედაგოგის დაკრძალვაზე. რუსი ჯარისკაცი ჩეჩნეთის ომში- 1994 წელს. მეხანძრე წყალს ასმევს კოალას ავსტრალიის ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. 2009 წელი. ს ქალბატონი 7 თვე იბრძოდა ერაყში. სახლში დაბრუნებისას ასე ეხუტება ქალშვილს. ინდიელი უსახლკარო უფასო საკვების რიგში. ალკოჰოლიკი მამა შვილთან ერთად. ჩახუტებული წყვილი ერთ-ერთი ქარხნის ნანგრევებში. ძაღლი, სახელად ლეაო ზის თავისი პატრონის საფლავთან, რომელიც რიოში მომხდარ მეწყერს შეეწირა. კანადა, 1-ლი ოქტომბერი, 1940 წელი. ფოტო სახელწოდებით :” დამელოდე, მამა”. რუსმა ვეტერანმა ჯარისკაცმა როგორც იქნა იპოვა ის ტანკი, რომელშიც ახალგაზრდობის დროს იბრძოდა. ქალი იაპონიაში, რომელსაც ცუნამის შედეგად აღარაფერი დარჩა- 2011 წლის მარტი. 2012 წელს ტორნადოს შემდეგ დაკარგული ძაღლის პოვნა. ავღანელი კაცი ჯარისკაცს სთავაზობს ჩაის. ყვავილის ძალა 88 3-ს მოსწონს
|