მოგზაურობა ბორა ბორას ულამაზესი კუნძულები.დედამიწაზე აღმოცენებული სამოთხე 2013, 5 ნოემბერი, 17:00
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60–იან წლებში ეს კუნძული აღიარებული იყო როგორც ყველაზე ლამაზი კუნძული მსოფლიოში და დღესაც ასე რჩება, რადგან მასზე ლამაზი დედამიწის “გულზე" ჯერ არ აღმოუჩენიათ.
წყნარი ოკეანის მარგალიტი–ყველაზე ეგზოტიკური კურორტი ფრანგული პოლინეზიისა–ბორა ბორა მდებარეობს ტაიტის ჩრდილო-დასავლეთით, 240 კმის დაშორებით.კუნძული გაშლილია მრავალფეროვანი ლაგუნის ცენტრიდან, რომელიც ირგვლივ გარშემორტყმულია პატარ-პატარა კუნძულებით, როგორც მარჯნის ყელსაბამი.
კუნძულის მოსახლეობა 4000 კაცს სულ ცოტათი აღემატება.
კუნძული წარმოადგენს ჩამქრალ ულკანს, რომლის მწვერვალი კუნძულის ცენტრში მდებარეობს.კუნძულის ირგვლივ თეთრი ქვიშის პლიაჟებია და პოლინეზიისთვის დამახასიათებელი პატარა სოფლებია გაშენებული. ამ კუნძულის სილამაზე რომ შეიგრძნო, უნდა ნახო “სამეფო ბაღი" და დატკბე ზღვის კატებისა და დელფინების კვებით. ბორა ბორა ეს არის დახვეწილი ტროპიკული პარკები, ლურჯი წყლის აუზი, ძვირფასი რესტორნები– ავსტრალიური, აღმოსავლური, ფრანგული და იტალიური სამზარეულოთი. 259 4-ს მოსწონს
|