საქართველო "მოგენატრა მიშიკო?" - სააკაშვილმა მისი და პუტინის ფოტო გამოაქვეყნა 2013, 5 ნოემბერი, 14:40 რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მისი და ვლადიმერ პუტინის ფოტო დადო. კადრი, რა თქმა უნდა ახალი არაა, 2006 წელსაა გადაღებული და უკვე გამოიწვია ქსელის მომხმარებელთა გამოხმაურება. ფოტოს უკვე მოჰყვა მრავალრიცხოვანი კომენტარები. ერთმა მომხმარებელმა ფოტო ასე შეაფასა - "დიდი ქართველი და პატარა ქონდრისკაცი".
"რას მიშლით კომენტარს? "მოგენატრა მიშიკო" თქო დავწერე, ეს რა წასაშლელი იყო?", - ჩივის ერთ-ერთი მომხმარებელი.
"მეამაყება რომ ისტორიაში პირველად რუსეთს ქედი არ მოვუხარეთ წავაგეთ მაგრამ ვიბრძოლეთ გაგვყინეს მაგრამ გავთბით !!! მადლობა ბატონო პრეზიდენტო რომ სახელმწიფოებრიობა გვაქვს და მადლობა რომ მსოფლიო გვიცნობს როგორც ამაყ შეუპოვარ დიდსულოვან ერს რომელიც ისწრაფვის ევროპულ მშობლიურ ოჯახში შესვლისთვის. თქვენ ისტორია დაგაფასებთ !!!"...
"ბატონო მიხეილ იმედია ტვ-შიც გამოხვალთ და უამბობთ ხალხს პუტინთან თქვენს თანამშრომლობაზე. ამით ბევრის გულებს გაახარებთ"...
"სათაური მიაწერეთ გეთაყვა, ვერ ვხვდებით რისი გამოხატვა გსურთ", -სთხოვს პრეზიდენტს ერთ-ერთი მომხმარებელი. 1152 6-ს მოსწონს
|