მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი კვლავ ერთად არიან. დაშორებიდან 6 თვის შემდეგ წყვილმა მათ სიყვარულს კიდევ ერთი შანსი მისცა.
დაშორებამდე ვარსკვლავები ერთად 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. აგვისტოში მსახიობების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მაიკლი და კეტრინი დროებით ცალ-ცალკე იცხოვრებდნენ.
ახლა კი, როგორც Daily Mirror-ი იტყობინება, მსახიობები ნიუ-იორკის აპარტამენტებში ისევ ერთად ცხოვრობენ და ცდილობენ მათ ურთიერთობას ძველი ხიბლი და რომანტიზმი დაუბრუნონ.
„მაიკლი ძალიან ბედნიერია. ყველა მეგობარს ურეკავს და ახალ ამბავს ატყობინებს“ – აცხადებს წყარო.
იმას, რომ წყვილი შერიგდა ისიც ადასტურებს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დუგლასს კვლავ ეკეთა საქორწინო ბეჭედი.
ვარსკვლავურ ოჯახში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დუგლასმა ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხორხის კიბო ორალური სექსის გამო დაემართა. მაშინ კეტრინი ბიპოლარული აშლილობის გამო თერაპიის კურსს გადიოდა. როგორც წყაროები იტყობინებიან, კეტრინმა მეუღლის ეს განცხადება პირად შეურაცხყოფად მიიღო.
სიყვარული მაინც ტავისას შვება.