მზის ჩასვლისას ვიჩხუბეთ..
"აღარ შეგეხებიო"–და ერთი საათი ჩემს ჩრდილზე იდგა გაუნძრევლად..
კრავაის
თითქოს და ფოთლებს შეერწყა
შენ რომ იჯექი ის ტაქსი
ვიყავით წინადადება
ქუჩა კი ჩვენი სინტაქსი
სანამ ვარსკვლავებს მგზავრივით
ღამე უბეში ჩაისვამს
იაფფასიან კაფეში
ერთი გოგონა ჩაის სვამს
ფოთოლცვენას კი დაჰყურებს
ღრუბელი - ზეცის ტრამვაი
პოეზიაც ხომ ესაა
შემოდგომა და კრავაი. ერეკლე დეისაძე