x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჩაი ამცირებს გულის შეტევის ალბათობას.
imageყველა თქვენგანმა ძალიან კარგათ იცის ალბათ, რომ ჩაის უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე დადებითად ზემოქმედებს. ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს, ასევე ტანინებს, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ღრძილებს ამაგრებს.


ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორიცაა ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.


image
შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.


ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი.


image ** ჩაი ასევე საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას.


** ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს.


** ელასტიურობას მატებს არტერიებს და ქოლესტერინული, ე.წ. ფოლაქებისგან წმენდს.


** ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას; ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს.


** საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.


** ორგანიზმის, სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. წყურვილსაც კლავს და ამავდროულად ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.


მაშასადამე მიირთვით ჩაი და აიცილეთ თავიდან მრავალი დაავადება.

11
515
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
515
  
2013, 2 ნოემბერი, 23:25
კი თან თაფლსაც აქებენ ცაცხვის ექიმმა ყოველ დილიტ 2 კოვზი ცაცხვის თაფლი დაუნიშნა ყვავილოვანი თაფლიც კი აუკრძალა და მე ვუშოვე დუშეთში ერთ კაც ყავს ფუტკრები და ცაცხვის ხეები აქ დარგული
2013, 2 ნოემბერი, 23:22
კი, ცაცხვზე ლეგენდები დადის, უწამლოდ არჩენს ადამიანს.
2013, 2 ნოემბერი, 23:20
ეგრეა ცაცხვს უფრო მეტი სარგებელი ქონია ვიდრე პიტნას ანუ მძაფრია თურმე პიტნა და გულის პულსს ხელს ვერ უწყობს
2013, 2 ნოემბერი, 23:18
მართლა გამიკვირდა, ეს ექიმებიც ინდივიდუალები არიან მოკლეთ. ცაცხვი უებარია გრიპის დროს, ანუ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
2013, 2 ნოემბერი, 22:01
თანამშრომელი მყავს რომელსაც ექიმმა აუკრძალა პიტნის ჩაი გულზე ქონდა პრობლემა ანუ დძაან ტვირთავს გულს და ცაცხვის ჩაი დაუნიშნა პიტნა აუკრძალა
2013, 2 ნოემბერი, 21:44
პირველად გავიგე მსგავსი პიტნის ჩაიზე, ერთი რამ ცხადია, რომ წნევას დაბლა სწევს პიტნის ჩაი და ჰიპოტონიკებმა არ უნდა სვან, მაგრამ გულზე რატომ მოქმედებს ცუდათ? არ აქვს გულზე მავნებელი მაჩვენებლები. ალბათ გეცოდინება, დამაინტერესდა.
2013, 2 ნოემბერი, 21:36
რა ვქნა, რომ არ მიყვარს ეს ჩაი:(((
2013, 2 ნოემბერი, 16:32
პიტნის ჩაი გულისთვის მავნეა ესეც უნდა იცოდეთ
2013, 2 ნოემბერი, 14:21
ხოდა ჯანმრთელობა გარანტირებული გაქვს ;) მე არ ვგიჟდები, მაგრამ ხშირად ვსვამ :)
2013, 2 ნოემბერი, 14:16
ეს სტატია ჩემტვისაა:)
ვიცოდი მაგრამ გამეორება უკეტესია,ვგიჟდები ჩაიზე
სამი ჭიქა რაა?მაგდენს მარტო დილით ვსვამ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10