x
ფიქრები ჩემს მომავალზე

ადამიანი არ არსებობს, რომელსაც მომავალზე არ უფიქრია, არც მე ვარ გამონაკლისი. ყოველ დღე გაღვიძებიდან ვიწყებ ფიქრს მომავალზე, თუ რა მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ, 20 წლის მერე და ასე შემდეგ.

სკოლაში დავდივარ იმისთვის რომ ვისწავლო, ვიყო განათლებული და ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო. ჩემი მიზანია ვიყო ცნობილი, მოვიარო მთელი მსოფლიო და წარმატებული ადამიანი გავხდე. ბავშობიდანვე მინდოდა ბიზნესის დარგში თავი გამომეცადა, ვყოფილიყავი ბიზმესმენი და მქონოდა დიდი, უზარმაზარი, მაღალი და გამჭირვალე კომპანია, მისი მფლობელი კი რა თქმა უნდა მე უნდა ვყოფილიყავი.ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გავემგზავრო, იქ დავამთავრო უმაღლესი და იქვე გავიკეთო კარიერა, შემდეგ უკვე წარმატებული კარიერით საქართველოში დავბრუნდე და ვისაც დახმარება სჭირდება დავეხმარო, განსაკუთრებით კი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს.

მინდა ჩემი მიღწეულით ვამაყობდე, სიამოვნებას ვიღებდე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და რასაც ბავშობაში ვვოცნებობდი ავისრულო. ეს ყველაფერი ოცნებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ გულით რამეს გაკეთება გინდა აუცილებლად მიაღწევ. იმედი მაქვს ამ მიზმის მისაღწევად უფალი დამეხმარება, ყველასათვის მისაბაძ პიროვნებად ამღზრდის და ასეთივედ ჩამომაყალიბებს.

3
932
7-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გოგაშვილი
მარიამ გოგაშვილი
932
  
2013, 1 ნოემბერი, 18:26
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის
2013, 1 ნოემბერი, 17:56
კარგი მიზნები გაქვს იმედი იქონიე და სიმტკიცე გამოიჩინე და მიაღწევ,
2013, 1 ნოემბერი, 17:54
რასაც გულით მოინდომებს ადამიანი ყოველთვის აღწევს ხოლმე, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი, გისურვებთ 100% ყოველივე ჩანაფიქრის ასრულებას...
0 1 3