სხვა ლუდის აბაზანები. 2013, 1 ნოემბერი, 10:43 ლუდი მხოლოდ დასალევად არ ყოფილა სასიამოვნო, მას აბაზანადაც იყენებენ თურმე და ამავ დროს სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. ლუდის აბაზანა მდებარეობს ქალაქ მიუნხენში, კერძოდ მისგან რამოდენიმე საათით სავალ ციხესიმაგრე შტანკენბერგთან. ეს ქალაქიც სწორედ ამ სასწაულებრივი "ლუდის აბაზანით" გახდა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაჯავშნოს სასტუმროს ნომერი და დამატებითი გადასახადების შემდეგ მიიღოს მეტად სასიამოვნო და სასრგებლო ლუდის აბაზანა.
ლუდის აბაზანების შექმნის იდეა დაბადებია ციხესიმაგრე შტანკენბერგის პერსონალს, ვინაიდან ახლანდელი აბაზანის ადგილას უწინ ლუდის სახარში სარდაფი ყოფილა. სწორედ ამან განაპირობა მარტივი გზით გადაკეთება ამ სარდაფისა შესანიშნავ ადგილად, რაც უფრო საინტერესო და შემოსავლიანი გახდებოდა სამომავლოდ. სასტუმროს 13 აუზი გააჩნია. თითო აუზს დღეში 42, 000 პინტი (ლიტრის სარწყავი ერთეულია და აღნიშნავს 0, 57 ლიტრს) თბილი, ახალ-ახალი ლუდით ავსებენ. აბაზანის მიღებისას რაღა თქმა უნდა რეკომენდირებული არ არის ამ ლუდის დასალევად გამოყენება, სამაგიეროდ დამსვენებლს შეუძლია აბაზანასთან ერთად მიირთვას ნებისმიერი სახის, შეკვეთილი სასმელი. თუ როდისმე მოხვდებით მიუნხენში და ჩაუვლით გვერდს 700 წლოვან ციხესიმაგრე შტანკენბერგს, არ მოიკლოთ მეტად საამური და სასიამოვნო განცხრომა და მიეცით თავს ამ უნიკალური ლუდის აბაზანების გამოცდილებისა, ვინაიდან ეს არის არა მარტო საინტერესო და სასიამოვნო პროცედურა, არამედ სწორედ ის წუთები, რომელიც მთელი ცხოვრება გექნებათ ლამაზ მოგონებად. (შტანკენბერგის ციხესიმაგრე) (ლუდის აბაზანის სარდაფი) 67 16-ს მოსწონს
|