x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უდაბნოში 92 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს




საჰარას უდაბნოში 92 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაც 48 ბავშვი იყო. უცხოურ საინფორმაციო საშუალება „გარდიანზე“ დაყრდნობით, ეს ადამიანები ნიგერიიდან ალჟირში მიემგზავრებოდნენ.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ისინი უდაბნოში. ზოგიერთი მათგანი იჯდა ხის ქვეშ, ზოგიერთი კი მზეზე. ბავშვები ზოგიერთი დედასთან ერთად იყო, ზოგიერთი - მარტო იყო. როგორც ჩანს ისინი წყურვილისაგან და შიმშილისაგან გარდაიცვალნენ“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით, ეს ადამიანები დაახლოებით ორი კვირის გარდაცვლილები არიან. მათ გაიარეს 12 მილი.


წინასწარი ინფორმაციით ეს ადამიანები არიან სოფელ ზინდერის მკვიდრნი, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.


image

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო-სოფიკო
სოფიკო-სოფიკო
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0