x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ტურისტული მარშრუტი გურმანებისთვის ანუ 10 ყველაზე „გემრიელი“ ქალაქი

imageსხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობისას სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან ერთად, ცხადია, გიჩნდებათ სურვილი ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნოთ და ახალი, ამა თუ იმ ქალაქისთვის თუ ქვეყნისთვის დამახასიათებელი გემო შეიგრძნოთ. რა თქმა უნდა ყოველი ქალაქი (საუბარი აღარ მაქვს ქვეყანაზე) ტურისტებს თავისებურად განსხვავებულ და საინტერესო კერძებს სთავაზობს. ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქალაქს, რომლებშიც, ტურისტების აზრით, ყველაზე გემრიელ კერძებს შემოგთავაზებენ.




1. ნიუ იორკი, ქალაქი, რომელშიც უკვე დიდი ხანია ერთმანეთში აირია უამრავი გასტრონომიული კულტურა. აქ სულ 10 000 დაწესებულებაა, სადაც გემრიელად შეგიძლიათ ისადილოთ. თითქმის ყველა მათგანში შემოგთავაზებენ "საფირმო კერძს". ბევრ ადამიანს ნიუ-იორკი სწორედ გმრიელი კერძების გამო მოსწონს.
image
2. ლიონი - ეს არის დახვეწილი ფრანგული ღვინისა და კერძების ქალაქი, სადაც კულინარია ხელოვნების დონეზეა აყვანილი. აქ
ყოველთვის შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალი კერძები და შეიგრძნოთ ახალი გემო.
image


3. ტოკიო - ნამდვილი სამოთხე მათთვის, ვისაც ეგზოტიკური სამზარეულო და ზღვის პროდუქტები ხიბლავს, განსაკუთრებით კი სუშის მოყვარულთათვის.
image


4. ბარსელონა ნამდვილად მოგხიბლავთ კატალონური კერძებით. აქ მდებარეობს მსოფლიოში საუკეთესო აგრარული ბაზრები „Boqueria“ და „წმინდა კატერინა“.
image


5. სან-სებასტიანი, ქალაქი, სადაც კერძების მომზადებას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. დილით აქ კარგი იქნება თუ ეწვევით სახელგანთქმულ აგრარულ ბაზარს „La Brecha“, საღამოს კი
რომელიმე მყუდრო რესტორანში ივახშმებთ და აქაურ ღვინოს დააგემოვნებთ.
image


6. პარიზული სამზარეულო ისეთივე დახვეწილია, როგორც თავად ქალაქი. აქ მოგზაურობისას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტურისტები გვირჩევენ აუცილებლად დავაგემოვნოთ ბაყაყის ფეხები და ხახვის სუპი. განსაკუთრებულ სიამოვნებას კი პარიზული საკონდიტროები და მათში დამზადებული უგემრიელესი დესერტები მოგანიჭებთ.
image


7. ლონდონის სარესტორნო ბიზნესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. აქ მოღვაწეობენ და ცხოვრობენ მსოფლიო კულინარიის ნამდვილი „ჯადოქრები“.
image


8. კოპენჰაგენში მდებარეობს ცნობილი რესტორანი „ნომა“, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო რესტორანს შორის არის. თუმცა ამ ქალაქში, ყველაზე პატარა კაფეშიც კი ძალიან დახვეწილ და გემრიელ კერძებს შემოგთავაზებენ.
image


9. ბანგკოკის სამზარეულო ტურისტებს უჩვეულო და მრავალფეროვანი გემოთი აკვირვებს. აქ ერთი კერძი შეიძლება ერთდროულად იყოს ცხარეც, ტკბილიც, მლაშეც, მჟავეც და სანელებლებიანიც. ბევრს დაკარგავთ, თუ ამ ქალაქში ყოფნისას რომელიმე ადგილობრივ კერძს არ გასინჯავთ.
image


10. სან-პაულო მსოფლიოში ცნობილია ცხარე საკვებით და ნაციონალური კერძებით. მაგრამ 1800-იან წლებში განხორციელებული მიგრაციის გამო აქ ერთმანეთში აირია სხვადასხვა კულინარიული სტილი. აქედან გამომდინარე დღეს ამ ქალაქმა შეიძლება გაგაოცოთ მრავალფეროვანი და უგემრიელესი სამზარეულოთი.

image

1
86
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
86
  
2013, 31 ოქტომბერი, 15:57
მომეწონა სტატია:)
0 1 1