სასარგებლო პროდუქტები გემრიელი სპაგეტი–სოკოთი და ბეკონით 2013, 31 ოქტომბერი, 11:06 ინგრედიენტები:
200 გრ.–სპაგეტი
1 ს.კ–ზეითუნის ზეთი
100გრ.–ბეკონი
200გრ–სოკო“შამპინიონი" 200გრ.–ნაღები(15%)ან არაჟანი 100გრ.–პარმეზანის ყველი 2 ცალი–კვერცხი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: მარილწყალში მოვხარშოთ სპაგეტი და გადავიტანოთ საწურზე.ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი სოკო და ბეკონი.ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები ან არაჟანი და გახეხილი ყველი.გემოვნებით მივცეთ მარილი და წიწაკა.ყველაფერი ეს კარგად მოვურიოთ.დავასხათ მოთუშულ სოკოსა და ბეკონს და ვურიოთ ნელ ცეცხლზე ადუღებამდე.არ ავუწიოთ ცეცხლს, თორემ კვერცხი მიიწვება ქვაბის ძირზე, რაც დაუშვებელია. მოხარშული სპაგეტი ჩავუშვათ ამ ქვაბში და მოვურიოთ.მაკარონი მთლიანად უნდა იყოს გაჟღენთილი მიღებული სითხით.სასურველია მივირთვათ ცხელი და ზემოდან მოვაყაროთ ცოტა გახეხილი პარმეზანი.თუ არა გვაქვს ეს ყველი სეგვიძლია სხვა სახეობაც გამოვიყენოთ. მიირთვით გემრიელად! 319 4-ს მოსწონს
|