საქართველო გოკა გაბაშვილი იმ ადამიანებს ეხმაურება,ვინც ,,ქექავს"პრეზიდენტის პირად ცხოვრებას 2013, 31 ოქტომბერი, 9:34 “ნაციონალური მოძრაობის"წევრი გოკა გაბაშვილი, facebook-ის პირად გვერდზე იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინც გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებას განიხილავენ. მას მიაჩნია რომ, ასეთი ბინძური თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტზე, მის შვილსა და შეყვარებულზე, მდაბიო და უღირსი საქციელია.არანაირი პოლიტიკა არ ღირს ამათ და ვინც ამას აკეთებს, მხოლოდ საკუთაღ თავს შეურაცხყოფს.მარგველაშვილს ბევრი აქვს საკრიტიკო პოლიტიკური შეხედულებების კუთხით, მაგრამ მის ოჯახზე თავდასხმა არ არის ადამიანური და ზნეობრივი საქციელი–აღნიშნავს გოკა გაბაშვილი. ანა შეყვარებულია.ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.ნეტავ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო, ვინმე თუ განიხილავდა მის პირად ცხოვრებას?აჯობებს წარმატება ვუსურვოთ ანას, სწავლასა და პირად ცხოვრებაში. 105 2-ს მოსწონს 2-ს არა
|