x
ასათიანის ქუჩაზე ისევ ხმაურია

ასათიანის ქუჩის 10 ნომერში, იქ სადაც ფსიქიატრიური საავადმყოფო იყო განთავსებული, ვნებათაღელვა არ წყდება. რამდენიმე წლის წინ ტერიტორია გაიყიდა უცხოურ კომპანიაზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მოსახლეობა წინააღმდეგია, რადგან მშენებლობის შედეგად განადგურდება რამდენიმე ათეული 50 წლოვანი ხე. მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი სახეობებიც. ზაფხულში საპროტესტო აქციების შედეგად მშენებლობა შეჩერდა. თუმცა არჩევნებიდან მეორე დღესვე ხეების ჭრა განახლდა. მოსახლეობა და რამდენიმე მოხალისე ამ დრომდე განაგრძობენ მორიგეობას და ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებენ.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0