x
image
ახალი თაობა
მოძრავი მაგიდა

imageდავიწყებ იმით რომ ეს რასაც ეხლა მე დავწერ არის სრული სიმართლე და ძალიან გთხოვთ ნუ შეიტანთ ეჭვს, ხოლო თუ მაინც არ დაიჯერეთ შემიძლია მიგასწავლოთ ამ ადამიანის სახლიც და მაგიდაც რომელიც როგორც სათაურში ვახსენე “მოძრაობს" ოღონდ არა ავტომატურად ელემენტებზე ან დენზე არამედ
ზებუნებრივი ძალით.თქვენ სურათზე ხედავთ მაგიდას რომელიც ჩემს მიერ ნახსენები მაგიდის თითქმის ანალოგია, განსხვავება სიძველეში და წარწერებშია, ეს მაგიდა არის რამოდენიმე საუკუნის და მასზე უამრავ წარწერას ვიპოვნით, აქვს 4 ადამიანისათვის განკუთვნილი ხელის დასადები ანუ ოთხივე მხრიდან შემომსხდარი ადამიანები მაგიდაზე კონკრეტულ ადგილას ადებენ მარჯვენა ხელს რის შემდეგაც იწყება სულის გამოძახების პროცედურა.imageზაფხულში მე და ჩემი ძმა ვიყავით ჩხოროწყუს ერთ-ერთ სოფელში დასასვენებლად, მოგეხსენებათ როდესაც გასართობი გამოგველევა და ირგვლივ მოწყენილობა ისადგურებს გამოდის ერთი ადამიანი რომელიც გვაწვდის იდეას რომ გამოვიძახოთ სული, როცა ეს იდეა მოვიდა მეზობელმა თქვა რომ მე მაქვს ასეთი მაგიდა ოღონდ თქვენ შეგეშინდებათ და თქვენთან შეიძლება სული არ მოვიდესო.რათქმაუნდა ბავშვებმა უფროსები დავკერეთ და დაახლოებით 12 საათზე ნახევრად მძინარე ხალხს დავადექით თავზე და სულის გამოძახება მოვთხოვეთ, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ დაგვთანხმდა და დაიწყო სულის გამოძახება.მე რათქმაუნდა მეცინება და დაუჯერებლად მიმაჩნია როგორ უნდა იმოძრაოს თავისით მაგიდამ ამიტომაც არარეალობა მგონია და არ ვაპირებ ვიდეოს გადაღებას, მიუჯდა 3 კაცი და დაიწყო, უფროსმა გვითხრა რომ დაგვეწყო კითხვების დასმა, მაგიდას შეუძლია გითხრათ კი და არა, გითხრათ რამდენი წლის არის ესა თუ ის ადამიანი და ა.შ.დავსვით კითხვა და არაფერიც არ მოხდა, დავიწყეთ სიცილი მაგრამ მალე გავჩერდით რადგან მაგიდა ზემოთ აიწია, მაგიდის ზემოთ აწევა ნიშნავდა თანხმობას ხოლო თუ არაფერს არ გიპასუხებდა მაშასადამე უარს.მალე დავრწმუნდით რომ ეს რეალობაა, ის ყველაფერს ზუსტად გვეუბნებოდა, მაგრამ მაინც შეგვეპარა ეჭვი, იქნებ მეზობელი რამეს გვატყუებდა, ეს იმიტომ გავიფიქრეთ რომ ძალიან არარეალური იყო ეს ჩვენთვის და ვცდილობდით რაიმე ახსნა მოგვეძებნა.ამ დროს მომაფიქრდა ჩამჭრელი კითხვა, მაგიდავ აბა მითხარი რამდენი ლარი მაქ ამ წუთას საფულეში? მაგიდა 24 ჯერ აიწია :) ეს საოცრება იყო, მან სიმართლე მითხრა, ძალიან ბევრი კითხვა დავუსვით და ყველაზე სწორად გვპასუხობდა, ცოტა ხნის შემდეგ კი თქვენ წარმოიდგინეთ ცეკვაც დაიწყო.შეიძლება ეს არ გგონიათ სიმართლე მაგრამ დამიჯერეთ ეს ყველაფერი 3 თვის წინ მოხდა ჩემი და 8 ბავშვის თვალწინ, იმდენად ცუდად გავხდით რომ ტელეფონიც კი ვერ ამოვიტანეთ რომ გადაგვეღო.რა არ შევთავაზე მაგიდის მფლობელს მაგრამ მან თქვა რომ ამ მაგიდას ფული არ უყვარს და ვერანაერ ფასად მას ვერ დათმობდა.მაგრამ მე გპირდებით რომ შემდეგ ზაფხულს აუცილებლად ჩავალ ამ სოფელში და გადავუღებ ამ საოცარ მაგიდას ვიდეოს.

6
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
109
  
2013, 30 ოქტომბერი, 21:13
მართალს ამბობ
2013, 30 ოქტომბერი, 21:12
ოკულტიზმი სატანის ერტერტი მახეა რომ ღვთის ერთგულები შეცდომაში შეიყვანოს,ამიტომ ხშირად ამ ხერხიტ გაგებული მართლდება იმიტომ რომ ხალხს რწმენა მისდამი გაუმყარდეს,მაგრამ ეს იგივე რვთის ღალატია,კარგი იქნება თუ ისინიც შეეშვებიან ამას
2013, 30 ოქტომბერი, 21:10
მე არ ვცდი მაგრამ მანდ თვეში 2-3 ჯერ მაინც იყენებენ მე როგორც ვიცი,ბევრმა გაიგო როდის გათხოვდებოდა და როდის მოიყვანდა ცოლს :)
2013, 30 ოქტომბერი, 21:08
მე მჯერა რომ ასეთი რამეები ხდება მაგრამ არა კეთილი არამედ ბოროტი ძალების მიერ და გირჩევ რომ მეორეჯერ არ სცადო,
2013, 30 ოქტომბერი, 19:23
რატო გგონია ეგრე,ყველაფერს ვფიცავარ რაც კი დედამიწაზე საყვარელი გამაჩნია
2013, 30 ოქტომბერი, 18:36
სკაზკი რასკაზივაეშ რა
0 1 6