x
image
cxvedo
კარტოფილის გარმონი
ინგრედიენტები:

● კარტოფილი (მოგრძო ფორმის) - სურვილისამებრ

● ბეკონი (ან სოკო) - გასაფორმებლად

● ყველი - გასაფორმებლად



კარტოფილის გარმონი


მომზადება:

გავთალოთ კარტოფილი და დავჭრათ ისე, რომ ერთმანეთს არ მოცილდეს ნაჭრები. ნაჭრებს შორის მოვაყაროთ მარილი და ნაჭრებში ჩავალაგოთ თხლად დაჭრილი ბეკონი (ან სოკო), ხოლო მეორე ნაჭერში ყველი და ასე მონაცვლეობით. ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ პილპილი გემოვნებით და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში (დრო დამოკიდებულია კარტოფილის ზომაზე). გემრიელი სუნის შეგრძნების შემდეგ კი...


გემრიელად მიირთვით








5
687
15-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
687
  
2015, 12 თებერვალი, 9:47
უკეთესი იქნება, თუ სოკოს წინასწარ მოშუშავთ, მაგრამ მთლად ნუ გამოაშრობთ
2015, 11 თებერვალი, 21:07
მე მინდა სოკოთი გავაკეთო და მანამდე სოკო შევწვა თუ როგორ?
2013, 30 ოქტომბერი, 3:11
მომშივდა
2013, 29 ოქტომბერი, 12:09
ნამეტანი მსუყე ჩანს:)
2013, 29 ოქტომბერი, 10:41
დამავიწყდა მიმეწერა, რომ ფოლგის ქაღალდში გამომცხვარი გაცილებით გემრიელია ვიდრე ტაფაში ან რომელიმე კონტეინერში მომზადებული
0 1 5