მწვანე მუშტი სტუდენტური გაერთიანებაა რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ისინი მართავენ აქციებს, შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებებს ეკოლოგიური სისტემის, კულტურული მემკვიდრეობის და ადამიანთა უფლებების დასაცავად. მწვანე მუშტში გაერთიანებულია 15–მდე ახალგაზრდა. მწვანე მუშტის აქციები უკვე გაიმართა ქუთაისში, პარლამენტთან. სვანეთში, სოფელ ხაიშში. ბოლნისში, 5400 წლის ოქროს მაღაროს გადასარჩენად. კუს ტბაზე და თბილისში ასათიანის ქუჩაზე ხეების ჭრის შესაჩერებლად. ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან. ასევე სახელმწიფო კანცელარიასთან და უნივერსიტეტთან.