x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135761
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
პიცა ფლორენციულად
imageოთხი ულუფა

შემადგენლობა:

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

ისპანახი -200 გ.


მარილი გემოვნებით;

ქამა სოკო-100 გ;

პარმეზანი-50 გ.

ტომატის სოუსი- 6 სუფრის კოვზი;

კვერცხი-4 ცალი;

ზეთი-შესაწვავად.


ცომისთვის საჭიროა: მარილი-მეოთხედი ჩაის კოვზი;


თბილი წყალი-მესამედი ჭიქა;

მშრალი საფუარი- 1 ჩაის კოვზი;

ზეითუნის ზეთი- 1 სუფრის კოვზი;

ფქვილი -1 ჭიქა; რძე-მეოთხედი ჭიქა


მომზადება:

ისპანახი გარეცხეთ, დაჭერით და 2 წთ. ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში. გადაიტანეთ ცივ წყალში და შემდეგ თუშფალანგზე დასაწურად.

სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად და მოთუშეთ გაცხელებულ ზეთში 7 წთ.


მოზილეთ ცომი
აადუღეთ რძე, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. გადაასხით დიდ ჯამში, დაამატეთ თბილი წყალი, მარილი და მშრალი საფუარი. მოაყარეთ ფქვილი და აურიეთ. ცომს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, კარგად ამოზილეთ 10-15 წთ. დააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 40-60 წთ. თუ ცომი ნაკლებად ელასტიური გამოვა, დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი.


ცომი ამოაგუნდავეთ და გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ სამუშაო დაფაზე

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, კიდევ ამოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ თხელ ფენად საცხობ ფორმაზე უფრო განიერი რომ გამოვიდეს. სწრაფად გადაიტანეთ ფორმაზე, შიგთავსი რომ არ გადმოვიდეს ცომიდან დანით რამდენიმე ნაჩვრეტი გაუკეთეთ.


ცომს გადაუსვით ტომატის სოუსი. დააწყვეთ თანაბრად ისპანახი,
სოკო, მოაყარეთ ნახევარი პარმეზანი. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 10 წთ.

პიცა გამოიტანეთ, ისპანახის შიგთავსზე გააკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით კვერცხი, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით უკან ღუმელში კიდევ 8 წთ.







0
35
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0