პატარა მილიონერს აქვს საკუთარი ბიზნესი- აწარმოებს საიუველირო სამკაულებს და კოსმეტიკას Glitzy Girl – ბრენდით;
6 წლის მილიონერი, ბავშვებისათვის საყვარელი ჰამბურგერის და შოკოლადის ნაყინის ნაცვლად, უპირატესობას ანიჭებს ომარებს და კიბოსნაირთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს, ფილე- მინიონს, ყოველთვის ჩერდება ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, ხოლო მისი გარდერობები სავსეა 10 000 დოლარიანი კაბებით და ძვირადღირებული დიზაინერული ფეხსაცმელებით …
„ მსიამოვნებს მილიონერად ყოფნა. მე ხომ სუპერ-ვარსკვლავი ვარ. მე მაქვს ჩემი საკუთარი ბიზნესი, მე მსიამოვნებს -ბოსად ყოფნა. მე ყოველთვის ვიმარჯვებ სილამაზის კონკურსში. მაგრამ ყველაზე მეტად, მე ასე ვთქვათ ფანატიკოსია ფეხსაცმელების და როგორც თვითონ ამბობს : „ვგიჟდები“ ფეხსაცმელზე. მე მაქვს დაახლოებით 180 წყვილი“- აღიარა პატარა ქალბატონმა…
ეხლახანს ბელა ბარეტმა დაიწყო მუსიკალური კარიერის გაკეთება, გამოუშვა თავისი პირველი სიმღერები და კლიპიც. მასთან ერთად მუშაობდა მისი კოლეგა და უახლოესი ამხანაგი, ასე ვთქვათ “დაქალი”- 8 წლის მოდელი იდენ ვუდი (Eden Wood).