x
image
რუსუდან ბერიძე
ფორთოხლის და ლიმონის მურაბა ერთად
imageლიმონის და ფორთოხლის მურაბა ერთად ძალიან გემრიელია და სასარგებლოც.როგორ მოვამზადოთ და რა დაგვჭირდება ამისათვის?

6 ცალი საშუალო ზომის ფორთოხალი, 3 ლიმონი და 1 კგ.შაქარი და 2 ჭ.წყალი.

მ ო მ ზ დ ე ბ ა:

ხილი გავრეცხოთ კარგად თბილი წყლით და 6 საათი მაინც დავტოვოთ ცივ წყალში ჩაწყობილი.შემდეგ დავჩხვლიტოთ ქერქი ჩანგლით და მოვათავსოთ მდუღარე წყალში 5 წუთით და ამოღებისთანავე გავაცივოთ გამდინარე წყლის ქვეშ.გაცივებული ლიმონი და ფორთოხალი გავფცქვნათ დანით, ისე რომ მხოლოდ ყვითელი ქერქი მოვაცილოთ.სასურველია ლენტისმაგვარი, უწყვეტი ქერქი მივიღოთ.შიგთავსი გავასუფთაოდ თეთრი ქერქისაგან და თესლებისაგან და ისე დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.სამურაბე ჭურჭელში მოვადუღოთ 1კგ შაქრისა 2 ჭიქა წყლისაგან შაქრის სიროფი და მომზადებული ხილი და მისი ქერქიც, მოვათავსოთ მასში.მოვხადოთ დუღილის დროს ქაფი სუფთად, დავუწიოთ ღუმელს და ვხარშოთ დაახლოებით 1საათი.გავსინჯოთ ლამბაქზე თუ არის მზად, შემდეგნაირად:გაცივების შემდეგ მურაბის წვენი ადვილად არ უნდა ერთდებოდეს.მურაბა ცხელივე ჩავასხათ გამზადებულ, სტერილურ ქილებში და გაცივებამდე არ დავახუროთ სახურავი.გამოვჭრათ ქილის თავის ზომა სუფთა ქაღალდი.დავასველოთ კარგ არაყში.დავაფაროთ მურაბას სახურავის ქვემოთ და არასოდეს ასე შენახული მურაბა არ გაგვიფუჭდება.შეინახეთ ზამთრისთვის და ....


მიირთვით გემრიელად!

0
1845
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1845
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0