ინგრედიენტები:
1კგ.ნებისმიერი სახეობის სოკო.
2 თავი ხახვი.
4 ცალი კვერცხი.
4ს.კოვზი ორცხობილას საფენელი.
4 ს.კოვზი მზესუმზირის ზეთი.
შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
![სოკოს გემრიელი კატლეტი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102520332856262.jpg)
მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:
სოკო კარგად გავასუფთაოთ, მოვხარშოთ მარილ-წყალში და გადმოვიღოთ საწურზე.გაცივების შემდეგ დავჭრათ ძალიან წვრილად, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი ხახვი, უმი კვერცხი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და 2 სუფრის კოვზი საფენელი. შემდეგ ყველაფერი ერთად კარგად ავურიოთ.
მიღებული სოკოს ფარშიდან მოვამზადოთ კატლეტები.ამოვავლოთ საფენელში და შევწვათ ზეთიან გახურებულ ტაფაზე 10 წუთის განმავლობაში.შემდეგ კი...
მიირთვით გემრიელად.