შოუბიზნესი წლის ყველაზე სკანდალური: ქორწინება, განქორწინება და რომანი 2013, 25 ოქტომბერი, 0:10 საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები არ გვაკლებენ სკანდალებსა და მოულოდნელ სიურპრიზებს. ამ სტატიაში თავი მოვუყარე წლის ყველაზე სკანდალურ ქორწინებებს, განქორწინებებს, რომანებსა და დანგრეულ ურთიერთობებს. ![]() ![]() ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები. შობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს, ისევ საკუთარი პიარისთვის-ნახეთ ქმარმა სამშობიაროში მიატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ მოყვება მოთხოვნები"-გვიამბობდა ირაკლი. თვეები გავიდა, ქვეყანას პატარა ელენე მოევლინა, რომელიც მამას დღემდე არ უნახავს. ნინი მეუღლეს ცუდად არ მოიხსენიებს, ის მაინც ჩემი ქალიშვილის მამააო. მომღერალი დიდი ბებიის რჩევას ითვალისწინებს, ბოღმას გულში არასდროს იდებს, მეუღლესაც ყველაფერი აპატია, ცდილობს ყველაფერს მისი პოზიციიდან შეხედოს. ![]() სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. მოცეკვავეები შეყვარებულებიც გახლდნენ. ერთად არაერთ დაბრკოლებას გაუძლეს.წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობა კი ცოტა ხნის წინ დაინგრა. ბევრს საუბრობდნენ სალომესა და გიორგი ვარდოსანიძის რომანზე, თუმცა წყვილი ამ ყველაფერს უარყოფდა. ხომ გაგიგიათ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... ჭორები გამართლდა, გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ერთად არიან, გიგი გაჩეჩილაძეც არ გახლავთ მარტო, მისი რჩეული ნინი წიკლაურია. ![]() ![]() ![]() სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი. მისი რჩეული ბაჩო საგანელიძე გახლავთ. ის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორია, განათლება საზღვარგარეთ მიიღო. ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის ძმიშვილიცაა.როგორც გაირკვა ბაჩოს ლელას ნომერი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისაგან გაუგია და მანამ არ მოისვენა, სანამ სასურველი ქალბატონის გული არ დაიპყრო. წყვილმა ჯვარი დაიწერა და საფრანგეთში გაემგზავრა. ![]() ![]() საქართველოს ვარსკვლავი 2013" ნინა სუბლატი გათხოვდა. პრესა ბევრს საუბრობდა მის რომანზე გიორგი შამანაურთან, თუმცა მომღერლის მხრიდან ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას არავინ მოელოდა.გიორგი შამანაური მუსიკოსი, მესაყვირე გახლავთ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ![]() ![]() ![]() ![]() ქმარს გაშორდა მომღერალი სოფო ბედია. მას მიშა შაყულაშვილთან 5 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა. ისინი სამაგალითო ოჯახად ითვლებოდნენ და ერთად დუეტიც კი ჩაწერეს. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. სოფო განშორების მიზეზებზე არ საუბრობს. ![]() ![]() ![]() ![]() 686 6-ს მოსწონს 4-ს არა
|