x
image
ირაკლი ხირსელი
ვანო ფიფიას დახმარება სჭირდება

ვანო ფიფია, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული მკურნალობის ჩატარებას ვერ ახერხებს. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით, ჩამიტარდა ოპერაცია, რომლის ხარჯები დაახლოებით 28 ათას ლარს შეადგენდა. ოპერაცია, კლინიკა "ავერსში", უცხოეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა გამიკეთეს. ახლა კი პრობლემას ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები წარმოადგენს. კერძოდ, ყოველ 5 თვეში ერთხელ ძვირადღირებული მედიკამენტები უნდა გავიკეთო, რომლიც 850 ლარი ღირს. ბანკმა ამ ეტაპისთვის უზრუნველყო 3 კურსის ჩატარება. მეოთხე კურსზე თვითონ უნდა ვიზრუნო, თუმცა საიდან მოვაგროვებ ამ თანხას, ნამდვილად არ ვიცი - ამბობს ვანო ფიფია.
ექიმების განცხადებით ყოველ 5 თვეში ერთხელ ეს წამალი ვანოს ჰაერივით სჭირდება. ცხადია მარტო ოჯახი დიდს ვერაფერს მოახერხებს, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს საზოგადოება !
image

0
606
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0