ხეოპსის პირამიდა ყველაზე დიდია იმ სამ პირამიდას შორის
რომელიც მდებარეობს გიზაში. მეცნიერების ვარაუდით
ის დაარსდა XXVIII საუკუნეში ჩვ.წ.აღ. ჰეროდოტეს ნათქვამის მიხედვით, პირამიდის მშენებლობა
მიმდინარეობდა შემდეგნაირად : ხეოპსმა ბრძანა, რომ მშენებლობაში ყველა ეგვიპტელი ჩართულიყო.
ხალხი დაიყო ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფს ევალებოდა მიეტანათ სამშენებლო ქვა მდინარე ნილოსამდე, მეორე ჯგუფი კი პასუხისმგებელი იყო, რომ მასალა მისულიყო უვნებლად ლივიის მთებამდე. 10 წელი იმისთვის დაიხარჯა, რომ გზა გაყვანილიყო, რომლის საშვალებითაც გადაჰქონდათ მასალა. ჰეროდოტეს თქმით, მუშების რაოდენობა ითვლიდა 100 000 ადამიანს, რომლებიც იცვლებოდნენ ყოველ მე–3 თვეს.
გათხრების შედეგად ჩანს, რომ ხეოფსის მუშები არ იყვნენ მონები, ისინი იღებდნენ გარკვეულ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის, ასევე ჩანს, რომ მათ კარგად უვლიდნენ. ყოველივე ამას ამტკიცებს
არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ძვლები. ძვლებზე შეინიშნებოდა რამოდენიმე მოტეხილობა, თუმცა ჩანს რომ კარგი მედიცინის საშვალებით მას არანაირი გართულება არმოჰყოლია.
ეს უდიდესი ნაგებობა შედგება 2 300 000 სამშენებლო ქვისაგან, რომელიც კარგად არის დამუშავებული. ქვის საშუალო
სიმძიმე შეადგენს 2, 5 ტ–ს ყველაზე მძიმე კი 15 ტ–ს. პირამიდა იწონის 5, 7 მილიონ ტ–ს.
ეგვიპტელები ფლობდნენ განსაკუთრებულ ცოდნას სამშენებლო სფეროში და ასევე ასტროლოგიაში. ამას მოწმობს ის ფაქტი,
რომ პირამიდის განლაგება უჩვენებს ჭეშმარიტ ჩრდილოეთს. ზუსტი გამოკვლევა ჩატარდა 1925 წელს და დადგინდა, რომ მხოლოდ 3 წუთი და 16 წამი არის განსხვავება ჭეშმარიტ დროს შორის.