ტკბილეული შოკოლადი ყველაზე გემრიელი სასუსნავი-მითები და სინამდვილე 2013, 8 ნოემბერი, 15:27 შოკოლადი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დესერტია. ყოველწლიურად მომხმარებლები ხარჯავენ 7 მილიარდ დოლარს ამ სასუსნავის შესაძენად. მკვლევარები შოკოლადს მიაწერენ ხან მაგიურ და სამკურნალო თვისებებს, ხან შოკოლადის მოყვარულებს უსიამოვნო თანმდევი მოქმედებებით აშინებენ.
![]() არსებობს შოკოლადის რამდენიმე სახეობა. მწარე შოკოლადს ამზადებენ კაკაოს ცხიმის, გახეხილი კაკაოს და შაქრის ფხვნილისგან. ასეთი შოკოლადი ყველას არ მოსწონს, თუმცა ყველაზე უვნებლად ითვლება, რადგან მინიმალური რაოდენობით შაქარს შეიცავს და მასში არ არის ნაღები ან რძე. დიდი სიყვარულით სარგებლობს რძიანი შოკოლადი, ის უფრო ტკბილია და კალორიული. მას ამზადებენ გახეხილი კაკაოს, შაქრის, კაკაოს ცხიმის, ნაღების ან რძისგან. ზოგიერთი არაკეთილისინდისიერი მწარმოებელი შოკოლადში ამატებს სოიოს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს გემოს და პროდუქტის ხარისხზე. ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ შოკოლადის შემცველობაზე. ![]() ხარისხიანი შოკოლადი დატეხვისას უნდა ხრაშუნობდეს და არ იფშვნებოდეს, არ უნდა ეკრობოდეს კბილებს და არ უნდა დნებოდეს ხელში. ![]() არსებობს განსხვავებული მოსაზრებები შოკოლადის სარგებლობის და ზიანის შესახებ. ადამიანები, რომლებიც შეპყრობილი არიან გახდომის იდეით მენიუდან იღებენ შოკოლადს, თუმცა ასეთი მკაცრი მიდგომა გამართლებული არ არის, შოკოლადის ზომიერი მიღება არ ვნებს ფიგურას. დღეში 30 გ-მდე შოკოლადი სავსებით დასაშვები ნორმაა. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, რათა შენელდეს ცვლის პროცესები. მთავარი მითი შოკოლადის შესახებ გახლავთ ის, რომ მისი მიღება ამაღლებს განწყობას და ეს მართლაც ასეა. შოკოლადი შეიცავს ქიმიურად აქტიურ ნივთიერება-ანტიდეპრესანტებს-კოფეინს, თეობრომინს და ფენიეტილამინს. ორგანიზმი ტკბილი სასუსნავის მიღების შემდეგ იწყებს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) და ენდორფინების გამომუშავებას. შვეიცარიელები შოკოლადის მთავარი მოყვარულები არიან მსოფლიოში, ისინი წელიწადში საშუალოდ მიირთმევენ 10 კგ-მდე შოკოლადს. ![]() 156 2-ს მოსწონს
|