მოლდავეთის ერთერთი ციხის თანამშრომლებმა ნარკოკურიერი-კატა დააკავეს.
მოლდავეთში ერთერთი ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოკურიერი კატა, რომელსაც ციხეში ნარკოტიკული ნივთიერება ანაშა შეჰქონდა.
მას შემდეგ რაც ციხეში ანაშის მოხმარების ფაქტები გამოვლინდა, ციხის თანამშრომლებმა გაამკაცრეს ამანათებზე და მნახველებზე კონტროლი, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მოგვიანებით ეჭვი იქნა მიტანილი კატაზე, რომელიც ღობის ღრიჭოში გავლით ხშირად სტუმრობდა ციხის ტერიტორიას.
ერთხელაც დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა რომ კატას კისერზე ჰქონდა მიმაგრებული მომცრო პარკი, რომელსაც ციხისაკენ "მიაცუნცულებდა".
ციხის თანამშრობლებმა მოახერხეს კატის დაჭერა, რომელსაც საყელურზე ნარკოტიკული ნივთიერებებით სავსე ორი მომცრო პარკი ჰქონდა მიმაგრებული.
მოლდავეთის პენიტენციალური დაწესებულებების დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ კატის პატრონი დაუდგენელია, თუმცა მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები მისი პატრონის დასადგენად.