მსოფლიო
ერაყში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
2013, 21 ოქტომბერი, 15:27
ერაყში ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. თავდასხმა ბაღდადის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 45 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რასაც მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა. აფეთქების დროს არ დაზარალებულა არცერთი საქართველოს მოქალაქე.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.