სხვა
ლურსმნისა და ხურდა ფულის გადაყლაპვის შედეგად საქართველოში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა
2013, 21 ოქტომბერი, 15:02
ლურსმნისა და ხურდა ფულის გადაყლაპვის შედეგად საქართველოში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი ექიმს უჩივის. გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მშობლები წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალის მედიკოსს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, ბავშვმა ლურსმანი და ხურდა გადაყლაპა, რის შემდეგაც ის ზუგდიდში მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მათივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგონა კლინიკიდან მეორე დღესვე გამოწერეს, ორ დღეში კი ბავშვი გარდაიცვალა.
ოჯახის პრეტენზიები გაუგებარია წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალის თანამშრომლისთვის. ექიმი ამბობს, რომ პატარას ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა ბავშვის ორგანიზმში უცხო სხეული არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოდან გაწერეს