x
image
სალო123
ლურსმნისა და ხურდა ფულის გადაყლაპვის შედეგად საქართველოში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

imageლურსმნისა და ხურდა ფულის გადაყლაპვის შედეგად საქართველოში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი ექიმს უჩივის. გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მშობლები წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალის მედიკოსს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, ბავშვმა ლურსმანი და ხურდა გადაყლაპა, რის შემდეგაც ის ზუგდიდში მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მათივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგონა კლინიკიდან მეორე დღესვე გამოწერეს, ორ დღეში კი ბავშვი გარდაიცვალა.
ოჯახის პრეტენზიები გაუგებარია წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალის თანამშრომლისთვის. ექიმი ამბობს, რომ პატარას ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა ბავშვის ორგანიზმში უცხო სხეული არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოდან გაწერეს

0
120
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო123
სალო123
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0