x
" როგორ გაჩნდა კინო "

კინოკინოს წარმოშობაზე საუბარს მისი იდეიდან დავიწყებ, ადამიანს
უძველეს დროშივე ჰქონდა შემჩნეული თვალის ერთი თვისება: ბადურას გარსზე აღბეჭდილი გამოსახულების კვალი მყისვე არ ქრებოდა და ამიტომ სწრაფად
მონაცვლე გამოსახულებებს თვალი ამთლიანებდა ერთიან ხედვის რიგში, რაც უწყვეტი მოძრაობის ილუზიას ჰქმნიდა. თვალის ეს თავისებურება გამოიყენეს 1825 წელს. შექმნილ სათამაშოში-ტაუმატროპში.იგი სურათებიანი დისკოსაგან შედგებოდა, სურათები დისკოს ბრუნვისას ერთმანეთს ერწყმოდა და მოძრაობის ილუზია იქმნებოდა.1834 წ.შექმნეს აპარატი ზოოტროპი, რომელშიც სურათბი
ქაღალდის ლენტზე იყო განლაგებული. XVII ს.გამოიგონეს ჯადოსნური ფარანი, რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას
იძლეოდა სიბრტყეზე. 1853 წელს ავსტრიელმა უხაციუსმა ზოოტრიპი და ჯადოსნური ფარანი შეაერთა და მოძრავი ნახატის პროექციას მიაღწია.კინოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო დაგერისა და ნიეპსის მიერ ფოტოგრაფიის გამოგონება (1839).1851 წლიდან მოყოლებული ბევრი ევროპელი მეცნიერი ცდილობდა ფოტოსურათების რიგის შერწყმას მოძრაობის გადმოსაცემად.დიდი როლი შეასრულა რუსმა მეცნიერმა ბოლდირევმა ცელულოიდის ფირი რომ შექმნა და იაბლოჩკოვმა, რომელმაც წერტილოვანი ელექტროგამანათებელი მოწყობილობა “სანთელი“ გამოიგონა, და ბოლოს, 1891 წ.დიდმა ამერიკელმა გამომგონებელმა ედისონმა და მისმა ასისტენტმა დიქსონმა გააკეთეს კინეტოსკოპი-ობიექტივიანი ყუთი, რომელშიც შეგეძლოთ დაგენახათ ცელულოიდის ლენტზე განლაგებული ფოტოსურათების მოძრაობა.ეს უკვე ერთი მაყურებლის კინოს ჰგავდდა. XIX ს.90-იან წლებში ინგლისელმა რობერტ პოლმა, გერმანელებმა ძმებმა სკლადანოვსკებმა და მესტერმა რუსებმა აკიმოვმა და სამარსკიმ აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებლებმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო მრავალი აპარატი შექმნეს.მაგრამ ყველაზე უფრო მარჯვე ფრანგი ძმების ლუი ლუმიერისა(1864-1948) და ოგიუსტ ლუმიერის(1862-1954) აპარატი-სინემატოგრაფი გამოდგა.ამ აპარატს მხტუნავი მექანიზმი ჰქონდა.რომელიც უზრუნველყოფდა ობიექტივის წინ ფირის თანაბარ მოძრაობას. აპარატი კიდეც აჩვენებდა ფილმებს.1895 წ.28 დეკემბერს“დიდ კაფეში“, კაპუცინების ბულვარზე, პარიზში, ძმებმა ლუმიერებმა პირველად საჯაროდ აჩვენეს თავისი რამდენიმე ფილმი.სწორედ ეს თარიღი ითვლებოდა კინოს დაბადების დღედ. ლუმიერებს მოკლე ფილმები ჩვეულებრივ ყოველდღიურ ამბებს გადმოსცემდა:მთავრდებო და ცვლა და მუშა ქალები ფაბრიკის ჭიშკრიდან გამოდიოდნენ, სადგურში მატარებელი შემოდიოდა და ა.შ. ამ ყოფით სცენებში კომიკური ეპიოდიც ერია: მეეზოვე ბაღს რწყავდა, ცელქი ბიჭუნა კი ფეხს ადგამდა შლანგს.გაოცებული მეეზოვე აქეთ-იქით იცქირებოდა, რატომ შეწყდა წყალიო, ცელქი ბიჭუნა ფეხს ასწევდა და წყლის ნაკადი ცხვირ-პირში შეესხმებოდა მეეზოვეს.ამ ჩვეულებრივ სცენებს დიდი წარმატება ხვდა წილად.მაყურებლები წიოდნენ და ერთმანეთს აწყდებოდნენ, როცა ეკრანიდან მათკენ ორთქლმავალი მოემართებოდა, გაოცებული უცქერდნენ ადამიანთა მოძრაობას, გაწუწული მეეზოვის დანახვაზე სიცილით იხოცებოდნენ .რამდენიმე კვირის შემდეგ ლუმიერების აპარატი და ფილმები უკვე მსოფლიოს ყველა დიდი ქალქაში იყო გავრცელებული:პეტერბურში, მოსკოვში, რომში, ვენაში, ბერლინში, შეაღწია ინდოეთში, ავსტრალიაში, ეგვიპტეში.რამდენიმე თვეც და, გაჩნდა უამრავი სინემატოგრაფი, ბიოგრაფი, ილუზიონი-ასე უწოდებდნენ მაშინ კინოთეატრებს.ერთი-ორი წლის შემდეგ კი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფხიანმა ხალხმა, ჩვეულებრივ, ფოტოგრაფებმა, მსახიობებმა ან გასართობი
ბალაგანების მეპატრონეებმა, საკუთარი ფილმების გადაღებაც დაიწყეს.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:datodato9349
datodato9349
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0