x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138940
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
რბილი "ლ" და მეტყველების პრობლემები

image

მეტყველება ის მახასიათებელია, რომელიც გარეგნობის შემდეგ, ადამიანის აღქმასა და მასზე წარმოდგენის შექმნაში გეხმარება. ამიტომ სწორი, გამართული მეტყველება ისევე აუცილებელია, როგორც კარგი გარეგნობა და დახვვეწილი მანერები. ადამიანი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს სწორედ, ვერბალური გზით იღებს. აბა დაფიქრდით, როგორ მოგეწონებოდათ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს დანაწევრებული, უხეში და დაუხვეწავი მეტყველება რომ ჰქონდეს? გაგიჩნდებოდათ მოსმენის სურვილი?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ასე აღიქმებით საზოგადოების მხრიდან. ერთია რას ლაპარაკობთ და მეორე, როგორ აკეთებთ ამას. საქართველოშო ყველაზე გავრცელებული პრობლემა რომელიც მეტყელებაში აისახება არის რბილი "ლ", ხმოვანი რომელიც სიტყვაში 2 თანხმოანს შორის განსაკუთრებით რბილად გამოითქმება და ძალიან ხშირად ყურს გვჭრის. გთავაზობთ პატარა სავარჯიშოს, რომელიც ამ პრობლების მოგვარებაში მეტ-ნაკლებად დაგეხმარებათ.
დადექით სარკის წინ და 10 წუთის განმავლობაში ნელა წარმოთქით მარცვლები: "ლმნი, ლმნე, ლმნა, ლმნო, ლმნუ... მნლი, მნლე, მნლა, მნლო, მნლუ..."
თუ თქვენი ხმა გინდათ, რომ უფრო მჟღერი გახდეს და სასიამოვნოდ ისმოდეს კიდევვ ერთ რჩევას მოგცემთ, აიღეთ ნებისმიერი ტექსტი, თუნდაც რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი. წაიკითხეთ ჯერ მხოლოდ ხმოვნები, შემდეგ წაკითხვაზე კი თანხმოვები გამოკვეთეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე დღეში 10 წუთის განმავლობაში, ერთი კვირის შემდეგ შედეგი შესამჩნევი გექნებათ.
მეტყველების დასახვეწად გთავაზობთ სახალისო და მარტივ ენის გასატეხებს:

"გამნაღმელმა გაღმა ველი განაღმა";

"უზარმაზარმა ზარმა ზანზარით, ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი";

"საყდარშია თეთრი მტრედი, ფრთათეთრი და ფრთა ფარფატა";

"შარშან შავმა შაშვმა შალიკო შუბლაძეს შავი შინდი შეუჭამა. შალიკო შუბლაძემ შავ შაშვს შესჩივლა: შენ შავო შაშვო, შარშან შავი შინდი შემიჭამეო. შავი შაშვი შეშფოოთდა. შესფოთებულმა შავმა საშვმა შალიკო შუბლაძეს შიგ შუბლში შეაფურთხა";

"თამთა თეთრ თუთას თქაფათქუფით ჭამდა";

"ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვედა" .

2
2564
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
2564
  
2014, 22 თებერვალი, 21:31
"ადამიანი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს სწორედ, ვერბალური გზით იღებს." სისულელეა, ადამიანი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს, თითქმის 80 %-ს იღებს მხედველობით. :)
2012, 8 მაისი, 17:21
ეგეთი პრობლემები არ მაქ :D
0 1 2