გაეროს ახალი შტაბ-ბინა დანიის დედაქალაქში, ხელოვნურ კუნძულზე.
2013, 19 ოქტომბერი, 14:38
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინა კოპენჰაგენში. "UN City"–ესაა გაეროს ახალი შტაბ–ბინა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში. ამ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა შენობის დაპროექტებაზე იმუშავა სტუდია "3XN"–ს არქიტექტორებმა. პროექტის მთავარი დანიშნულება იყო შეექმნათ მაღალი უსაფრთხოების დონის მქონე შენობა და ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის და ორგანიზაციის სტუმრებისათვის შეექმნათ საუკეთესო პირობები მუშაობისათვის. შენობას აქვს რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა და განთავსებულია ხელოვნურ კუნძულზე, შენობის ფორმა ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს მისი თითოეული ქიმი ცდილობს მიწვდეს დედამიწის ყველა ნაწილს, რითაც სიმბოლიზირებას უკეთებს გაეროს მოღვაწეობას. შენობის ცენტრალური ნაწილი რომლის საერთო ფართობი 20 000 კვადრატული მეტრია, ისეა დაპროექტებული რომ სივრცე შეიგრძნობა და თითოეული კუთხე მუდმივად განათებულია ბუნებრივად. აქ აშენებულია შავი ფერის სკულპტურული კიბე, რომელიც თავისი ორიგინალურობით იპყრობს ეგრევე ყურადღებას. საოფისე ნაგებობების გარდა, შტაბ–ბინაში წარმოდგენილია საკონფერენციო დარბაზები და აუდიტორიები შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის ორგანიზაციის ეგიდით. გთავაზობთ სურათებს ამ მართლაც, რომ საოცარ ობიექტზე.