შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი ტანსაცმელს და აქსესუარებს ყიდის 2013, 19 ოქტომბერი, 13:43 შორენა ბეგაშვილი ტანსაცმელს და აქსესუარებს ყიდის. შორენამ თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავის და ევას ტანსაცმელების და აქსესუარების ფოტოები დადო. მათი ფასი 30 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული ნივთი შორენას ბრილიანტის სამეულია, რომლის ფასი 70000 დოლარს შეადგენს. შორენას ამ ინიციატივას დაინტერესებული ადამიანები გამოეხმაურნენ და ზოგირთი გაიყიდა კიდეც. თუმცა ზოგიერთმა შორენას ეს აზრი უარყოფითად შეაფასა და კომენტარებიც არ დაიშურვეს - “ეს პატენტი სტრაუსის ბირკინი 10 000 ლარი, ჰერმესის სახლი ისვენებს ალბათ... " თავის მხრივ მსახიობიც გაოეპასუხა: ''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები, მოხუცებს? 191 5-ს მოსწონს
|