პოლიტიკა მსოფლიოს ყველაზე სასტიკი იმპერიები 2013, 19 ოქტომბერი, 11:10 მსოფლიო ისტორიას ბევრი სასტიკი და დაუნდობელი მმართველი ახსოვს. ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები კი მსოფლიო ცივილიზაციის იმპერიების ისტორიას წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობაც შიშის ზარს სცემდა თავისი სისასტიკით ყველას, დაწყებული უბრალო მოქალაქიდან, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებამდე, რომლებიც იმ ისტორიულ მონაკვეთში ცხოვრობდნენ.
1. კელტების იმპერია. კელტებს ადამიანის თავებზე მონადირეთა რეპუტაცია ჰქონდათ. ისინი ცნობილნი იყვნენ იმით, რომ თავისი მტრების მოკვეთილ თავებს სახლის კარებთან ჰკიდებდნენ. კელტები გამორჩეულები იყვნენ თავისი რკინის შუბებით. 2. მონგოლეთის იმპერია. მონგოლები ბარბაროსებად და ველურებად ითვლებოდნენ. მათ დაიპყრეს აზია და ევროპა და ცნობილნი იყვნენ თავისი მკაცრი დისციპლინით. მათ ჩინგის ხანი მეთაურობდათ. ისინი ცხენზე ჯირითის დროს სწავლობდნენ ისრის სროლას. მათ ისრებს ბრონირების გაკვეთა შეეძლოთ. მონგოლები ფსიქოლოგიური ომის და დაშინების ოსტატები იყვნენ. მათ შექმნეს ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიოში (ბრიტანეთის შემდეგ). 3. აპაჩები. აპაჩების ტომი ამერიკაში ნინძების მსგავსნი გახლდნენ. ისინი პრიმიტიულ იარაღებს, რომელიც ძვლისგან და ხისაგან იყო შექმნილი დიდი ოსტატობით იყენებდნენ. აპაჩები აგრეთვე ოსტატურად ფლობდნენ ხანჯლებს და მოკლე ცულებს. ისინი ატერორებდნენ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს და მეომრებსაც არ შეეძლოთ მათთან გამკლავება. ჩვეულებრივ ისინი თავის მსხვერპლს სკალპს აძრობდნენ. 4. ვიკინგების იმპერია. ვიკინგები მთელ ევროპას ატერორებდნენ თავისი თავდასხმებით. ისინი ბრძოლაში ძალიან დაუნდობლები იყვნენ. ოსტატურად იყენებდნენ შუბებს და ხმლებს ბრძოლის დროს და იპყრობდნენ ქალაქებს. მათი რელიგიაც ომზე იყო დაფუძნებული. ვიკინგებს სჯეროდათ რომ თუ ბრძოლაში მოკვდებოდნენ, ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას დაუსრულებელ ომში. ვიკინგები იდეალური მეომრები იყვნენ და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდნენ. 5. რომის იმპერია. რომის იმპერია უდიდეს იმპერიად ითვლება მსოფლიოში, მაგრამ არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ რამოდენიმე საშინელ ფაქტზე. დამნაშავეები, მონები და სხვები იძულებულები იყვნენ ებრძოლათ ერთმანეთთან გლადიატორულ ბრძოლებში. ყველაზე ბოროტი და სასტიკი ადამიანები რომში კალიგულას და ნერონის პერიოდში იყვნენ. 6.აცტეკების იმპერია. აცტეკებმა, საკუთარი რელიგია 1300 წელს განავითარეს და ყველაზე მაღლა დააყენეს ადამიანის მსხვერპლშეწირვა. დაახლოებით 20000 ადამიანი იქნა მოკლული, განსაკუთრებით მზის ღმერთის მსხვერპლად შეწირვის მიზნით, რომ დაეცხროთ ვითომდაც მისი მრისხანება. ისინი ყოველდღიურად სწირავდნენ ადამიანებს. მსხვერპლს გულს ამოაცლიდნენ, ზოგიერთებს კი სიმაღლიდან აგდებდნენ, ცოცხლად წვავდნენ და ა.შ. მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს წვიმის ღმერთის მიმართ, ჩვილ ბავშვებს კლავდნენ, რათა მათ ცრემლებს წვიმა გამოეწვიათ. ღმერთ მაისას რიტუალის დროს ქალიშვილი ცეკვავდა დღე-ღამის მანძილზე, შემდეგ კი მას კლავდნენ და კანს აძრობდნენ, რომელსაც შემდეგი ცეკვის დროს ქურუმი ატარებდა. 7. ნაცისტური გერმანია. ნაცისტურმა გერმანიამ ყველაზე სასტიკი ომი წამოიწყო კაცობრიობის ისტორიაში. მოკლული იქნა 4 მილიონი ადამიანი. მათი სიმბოლო სვასტიკა ყველაზე საძულველი სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. ჰიტლერი იყო ყველაზე სასტიკი მმართველი და მისი იმპერია კი ყველაზე საშიშ იმპერიას წარმოადგენს ისტორიაში. 8. საბჭოთა კავშირი. კომუნიზმმა მრავალი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას. ისეთმა კომუნისტებმა როგორიც იყვნენ სტალინი, მაო ძედუნი და სხვა მილიონობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. სტალინმა 10-60 მილიონი ადამიანი გაანადგურა. მისი მმართველობის დროს ადამიანები მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. 996 5-ს მოსწონს |
არ ვიცი ალბათ ტექნიკური შეცდომა გაგეპარა მონღოლები უნდა გეწეროს