რელიგია ანგელოზები და დემონები 2012, 2 მაისი, 19:27 ადამიანს ძველი დროიდანვე იზიდავს ზებუნებრივი ძალების ცოდნა, სინათლის მოფენა იმ იდუმალ არსებებზე, რომელთაც ქვიათ"ანგელოზები და დემონები".ანგელოზები ღვთის ჯარისკაცებად, მაცნეებად, მისი სიტყვის ამღმსრულებლებად არიან მოვლენილნი.მათ თავისუფალი ნება როგორც ადამიანთ არ ქონდათ მიცემული, და ეს გახდა ზუსტად მათი დაცემის მიზეზი. ანგელოზთა შორის არსებობს იერარქია, რომელიც მთავარანგელოზით იწყება.ცოტამ თუ იცის რომ, მთავარანგელოზები კვირის შვიდივე დღის მფარველები არიან. "ორშაბათი" მთავარანგელოზი მიქაელი-შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლისა მტერისასა და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, რომელმაც დათრგუნე ეშმაკთა სიბოროტე და ხელმწიფება გაქვს განთავისუფლებად ვერაგობათა მტრისათა, დაარღვიე მწვალებელთა მანქანებანი და მტკიცედ დაცულ ჰყავ ეკლესიანი ქრისტესნი ძალითა ღმრთისაითა. "სამშაბათი" მთავარანგელოზი გაბრიელი-სიტყვით ღმრთისა და კეთილ მაცნედ საღმრთოისა საიდუმლოისა წმინდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ!წინა-მძღვარო და პირველმდგომარეო უხორცოთა წესთაო.ზეცისა წესთა დიდო წინამძღვარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოისა დიდებისა წინაშე მდგომელო.გაბრიელ! "ოთხშაბათი" მთავარანგელოზი რაფაელი-ავადმყოფების გამკურვნელი და გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა დამყენებელი. წმინდაო დიდო მთავარანგელოზო რაფაელ!უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა ძალითა და ნიშთა აღასრულებ სოფელსა შინა და სნეულთა განჰკურნებ უძლურებასა და ვნებათა, აწ განხადე საეშმაკონი ვნებანი ჩუვენგან და გვხსენ სენთა და სალმობათაგან, და დაგვიცევ ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა. "ხუთშაბათი" მთავარანგელოზი ურიელი-აღმძვრელი ლოცვათა სურვილისაი და განმანათლებელი ღმრთისა მიმართ უგუნურ-ქმნილთა წმინდა მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ!მსგავსად მზისა განაბრწყინა ძალნი იგი სასწაულთანი, წაარწყმენდელთა გზათაგან განგვარინე და გუასწავლე გზაი უცდომელი, ზეცად აღმყუანებელი. "პარასკევი" მღავარანგელოზი სელაფიელი-მკურნალი ამაკანკალებელთა სენთა (მალარია და ეპილეფსია)და მორწმუნეთათვს დაუცხრომელი მეოხი წინაშე ღმრთისა წმინდაო მთავარანგელოზო უფლისაო სელაფიელ!რომელმან მადლი კურნებათაი მიიხუენ და მიფენ ჭირვეულთა სიმრთელესა, აწ დახსნენ სულთა ჩვენთა ვნებანი აღძრულნი, და ხორცთა სალმობანი უკურნებელნი მხურვალედ სედრებითა შენითა. "შაბათი" წმინდა მთავარანგელოზი იეგუდიელი-მგზავრობასა შინა დამფარველი და შემწე შეჭირვებულთაი წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო იეგუდიელ! ვითარცა შუა-მდგომელისა მიმართ მოვილტვით და სალმობიერითა გულითა გევედრებით:მარადდღე თანამავალ გუექმენ და მრავალთა მათგან საფრთხეთა მტერისაითა გვხსენ სასოებითა მოქენენი შენნი. "კვირა" მთავარანგელოზი ვარაქიელი-მომცემელი და შუამდგომელი საღმრთოისა სიკეთისაი და მფარველი სულისა და ხორცისა სიწმინდისაი წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ვარაქიელ!მხედველო ღმრთისაო და ცისკრითა წმინდისა სამებისაითა შუებულო, მიფენითა მადლისა შენისაითა განმწმინდე და განმანათლე და ძუღვნად მიმიპყარ ზეცათა მეუფესა. ეს მცირედი ინფორმაციაა მთავარანგელოზებზე.ისინი განაგებენ აგრეთვე დაბალ წოდების მქონე"ქერუბიმებს და სერაფიმებს".ხშირადაა მცდარი შეხედულება, როცა ანგელოზებს სიყვარულის მაცნეებად მოიაზრებენ ანუ "კუპიდონებად".ანგელოზები კი ღვთის შვილები და მისი ჯარისკაცები არიან, ელოდებიან მეორედ მოსვლას რომ აჯანყებულს, ჯოჯოხეთიდან ამოსულს თავისი ადგილი მიუჩინონ. ხშირად გონიათ რომ ეშმაკი ერევა ადამიანთა საქმეებში, არადა იგი ხომ ჯოჯოხეთის ცენტრში მის ბოლო საფეხურზეა მიჯაჭვული უზარმაზარი ჯაჭვებით რწმენის, იმედის, სიყვარულის...და სხვა ღირსებებისგან შექმნილი ჯაჭვით. როგორც ღმერთს ისე სატანასაც ჰყავს შვილები, ოღონდ ერთი განსხვავებით მათ ადამიანთა ცდუნება უნდათ.სახელები ყოველ მადგანს ააქვს, ეს მათი ერთგვარი სისუსტეა ევროპაში ხშირია მათი გამოვლინება ეს შეილება რწმენის ნაკლებობის გამო ხდება. მაგრამ ფაქტია უკვე უამრავი ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს ამის, კათოლიკური სამყარო ამ ფაქტს "ეგზარციზმით" ებრძვის, "ეგზარციზმი"არის ერთგვარი რიტუალი, რომელსაც ატარებს სასულიერო პირი და ლათინურად სიტყვა "განდევნას" "უარყოფას"ნიშნავს.ის გამოვლინებით ეპილეფსიის შეტევას გავს და ხშირად ეშლებათ სიმპტომებით და ავადმყოფი გონიათ შეპყრობილი.თავად დემონებს მრავალი სახე და სახელი აქვთ, ისინი ჭაობებს, ტბებს და უღრან ტყეებს თავიანთ სამფლობელოებად აცხადებდნენ და მათი სახელები ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში მრავლადაა. ამ სახელებს შორის გამოირჩევა შვიდი სახელი:"სამაელი"_ღვთის შხამად წოდებული. "ბელზებელი"_მბრძანებელი ბნელეთის და დემონების. "პითონი"_მკითხაობის სული. "ველიალი"_სულისკვეთებულ ღალატს. "ასმოდეა"_გამანადგრებელი დემონის. "ლუციფერი"_ასტრალურ სულის ნათებას. "სატანა"_ღმერთისგან განდგომილს. "ასმოდეა"განდევნილი გახლდა ლუციფერთან ერთად ჯოჯოხეთში, ის არის წყვდიადის უმფროსი მბრძანებელი.მისი საქმეა ჯოჯოხეთში თვალყურის დევნა სულებზე, რომლებიც ცხოვრებაში აზარტულ თამაშებზე იყვნენ მიჯაჭვული. მათ ტანჯვაზე "ასმოდეა" აგებს პასუხს.იგია გამავრცელებელი გარყვნილების და ჟინის, იგი ითვლება ოჯახში კომფლიქტების და დაპირისპირების მიზეზად.მისი ისტორია იწყება იქიდან რომ იგი მომაკვდავმა დედამ გააჩინა რომელსაც ნამაა ერქვა, ხოლო მამა კი ერთერთი დაცემული ანგელოზი იყო."სოლომონის ანდერძში"კი "ასმოდეა" გამოხატულია როგორც მრისხანე მყვირალ არსებად, იგი ნებისმიერ ფასად ცდილობს წყვილების დაშორებას და შვილების არყოლას და ამავდროულად მათში აღვიძებს დამალულ ცხოველურ ჟინს, და სხვა ცოდვისკენაც უბიძგებს. სიკვდილის წინ "ასმოდეა" იხილეს მჯდომარე დრაკონზე ხმლით ხელში და ქონდა მას სამი თავი:ხარის, თხის და ადამიანის.ფეხები კი ერთი ვერსიით ქათმის ქონდა. "ასგაროტი" ლეგენდის მიხედვით ისიც დრაკონზე ამხედრებული იყო, "ასმოდეასგან"განსხვავებით მას ერთი ადამიანური თავი ჰქონდა, რომელიც საკმაოდ დამახინჯებულად გამოიყურებოდა, მარცხენა ხელში კი გველი ეჭირა. ეს დემონი დასავლეთ ჯოჯოხეთის გამგებლად მოიხსენიება, აგრეთვე ჯოჯოხეთის განძეულის მფარველიცაა. 2443 5-ს მოსწონს
|