შოუბიზნესი მირანდა კერიმ საკუთარ "გორდერობში" შეგვაჭყიტა. 2013, 18 ოქტომბერი, 19:26 Victoria's Secret-ის ყოფილმა ანგელოზმა "Miranda Kerr"-იმ სულ ახლახანს მისცა საშუალება ჟურნალისტებს შეეჭყიტათ მის "გორდერობში", სადაც საუკეთესო ბრენდების აქსესუარებსა თუ ტანსაცმელ-ფეხსაცმელს ინახავს. არ ყოფილა წინააღმდეგი მშვენიერი მოდელი- მირანდას, ჰოლივუდელი მეუღლე Orlando Bloom, რომ ჟურნალისტებს აესახათ ფოტოებზე მისი სიმდიდრე მანჰეტენში, განსაკუთრებით კი მეუღლის პირადი და შთამბეჭდავი ნივთები, რომლებიც თითქმის ყველა ქალის შურის ობიექტია. როგორც ყველა ქალი, მირანდაც დიდი მოყვარულია ფეხსაცმლის და ასამდე სხვადასხვა ფერის თუ სტილის ფეხსაცმელს წავაწყდით მის "გორდერობში". საუკეთესო ბრენდების "ტუფლი" თუ "ბასანოჩკი" მოდელს ფერების მიხედვით ეწყო, რათა შესაფერის სიტუაციაში ბევრად უფრო ადვილად შეერჩია ჩასაცმელად. ავსტრალიელი მოდელი, ასევე დიდ უპირატესობას ანიჭებს გარეგნობის ხიბლისთვის სათვალეებსა და სხვა აქსესუარებს, განსაკუთრებით კი ძვირფასთვლიან სამაჯურებს, რომლებიც ასევე დამზადებული უნდა იყოს ნატურალური ქვისაგან და მაღალი ხარისხის ტყავისაგან. რაღა თქმა უნდა აქსესუარისა და ფეხსაცმლის გარდა აქ წავაწყდით საუკეთესო დიზაინერთა ბრენდის უჩვეულო კაბებსა და სხვა ტანსაცმელს, სადაც მუქ ფერებთან ერთად ასევე დომინირებდა სიცოცხლით სავსე და მხიარული ფერები. სულ ეს იყო უმშვენიერესი მირანდას დიდი კოლექციიდან მცირედი ნაწილი, რაც გაუზიარეს ჟურნალისტებმა უცხოურ მედიას. 41 14-ს მოსწონს
|