ფოტოგრაფია ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი 25 წლის ასაკში ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2013, 18 ოქტომბერი, 9:00 ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი, 25 წლის ასაკში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ირაკლი მოტოციკლით მოძრაობდა და გავრცელებული ინფორმაციით ავარიაში მოყვა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ირაკლის ყავს ტყუპი ძმა, ლაშა და ძმები ცნობილი ფოტოგრაფები არიან. ირაკლიმ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე: "ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი–რომელსაც ეშველება და მეორე–რომელსაც არაფერი ეშველება!" მას პროფილის სურათიც იმ დროს აქვს შეცვლილი, როდესაც ეს სტატუსი დაწერა და თუ ფოტოსაც შეხედავთ, ისეთ ფონზეა ეს ფოტოც გადაღებული, თითქოს გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი ნიჭიერი ადამინი, ასე ტრაგიკულად მიდის ცხოვრებიდან... ვუთანაგრძნობ მის ოჯახს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული... 1144 8-ს მოსწონს 2-ს არა
|