სასახლე რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივი საშუალო სკოლის შენობაა.
2013, 17 ოქტომბერი, 23:35
ნამდვილად შეცდით, თუ ფიქრობთ რომ ეს ან მუზეუმია ან ოლიგარქის სასახლე. ეს არც მუზეუმია და არც ოლიგარქის სასახლე–ეს სკოლაა. დიახ მიუხედავად იმისა რომ ამ შენობის ნახვის შემდეგ ძალზე ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ძალიან ლამაზი ობიექტი საშუალო სკოლაა და აქ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები სწავლობენ. ეს მართლაც რომ მშვენიერი სასახლე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), რუსეთის ერთერთ რესპუბლიკაში (ქალაქი იოშკარ–ოლა) წარმატებულმა ბიზნესმენმა სერგეი მამაევმა ააშენა და სკოლისათვის გადასცა ქალაქის ადმინისტრაციას, ბიზნესმენს კი იდეა მისმა მეუღლემ მიაწოდა, რომელიც პროფესიით პედაგოგია და უკვე ამ სასახლედ ქცეულ სკოლაში მუშაობს პედაგოგად. ახალი სკოლა კი არა მარტო მნახველს, არამედ ბავშვებთან ერთად მათ მასწავლებლებსაც ახარებთ. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ამ სკოლაზე.