x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"Monica Bellucci" ახალ ფოტოსესიაზე, როგორც დედოფლის ეტალონი.
imageყველასთვის ცხადია, რომ ახლახანს "Monica Bellucci"-მ განქორწინება გააკეთა ფრანგ მეუღლე - ვინსენტ კასსელთან. მისი თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულნი დარჩნენ მას შემდეგ, რაც ამ ამბიდან უახლოეს დროში მონიკამ მიიღო მონაწილეობა ახალ ფოტოსესიაში. მან დაამშვენა ჟურნალ "პრესტიჟი ჰონგკონგში"-ს ნოემბრის ნომრის გარე ყდა. ამ ჟურნალის მკითხველებს ასევე შეეძლებათ დატკბნენ "დედოფლის ეტალონად" წოდებული მონიკას გულახდილი ინტერვიუთი. ფოტოსესიის დროს მონიკა არაჩვეულებრივი იყო არამარტო მდიდრული არისტოკრატული ჩაცმულობითა და თავზე დამშვენებული ოქროს გვირგვინით, არამედ ბუნებრივი სილამაზის სიბრწყინვითაც. და აქვე, ფილმ «The Whistleblower» (მამხილებელი)-ის ვარსკვლავმა შესძლო ზე ბუნებრივად პოზირება, როგორც ეს ნამდვილ დედოფალს შეეფერება.


image



ინტერვიუში, რომელსაც ჟურნალ "პრესტიჟი ჰონგ-კონგში" იხილავთ, მონიკა ძირითადად ქალურ თემებს ეხება და აღნიშნავს, რომ "ჩვენ სწორედ ისე ვიღვრებით და ვმუშაობთ, როგორც მამაკაცები მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ ქალებს დამატებით გვყავს კიდევ აღსაზრდელი შვილები. მე ჩემი შვილები ყოველთვის ჩემს გვერდით მყავს, უბრალოდ მათ ჰყავთ პედაგოგი"- ამბობს ვარსკვლავი.


image




კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ მას მინიჭებული აქვს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული, მონიკა პასუხობს: - "მთავარი ისაა, რომ თავად გაიგო ვინ ხარ და არა გაიგო ისე, როგორც სხვები აღიქვამენ და შესძლო შენი თავის გარჩევა არსებული ფოტოებისგან, რომ ის ფოტოა და შენ კი რეალური ქალი ხარ".


დედოფლის ეტალონი:

image
image

image



2
38
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
38
  
2013, 18 ოქტომბერი, 10:49
ეს ქალი არი საააოოოცრეეებააა...
2013, 17 ოქტომბერი, 20:15
შეუდარებელია. სტატია კი საინტერესოა.
0 1 2