x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შოკოლადის ღვეზელი ნაყინითა და მინანქრით.

image


ტკბილეულთა მოყვარულებს მინდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი და მოსამზადებლად მარტივი ღვეზელი მინანქრითა და ნაყინის დანამატით.


საჭირო ინგრედიენტები:


ღვეზელისათვის - 250 გრ კარაქი,


0, 5 ჭიქა ფქვილი,

2 ჭიქა შაქარი,

0, 5 ჭიქა კაკაო,

4 კვერცხი.


მინანქრისთვის - 6 სადილის კოვზი კაკაო,

6 სადილის კოვზი შაქარი,

10-12 სუფრის კოვზი რძე.

ნაყინი - გასაფორმებლად.



მომზადების წესი:


კარაქი გავადნოთ და შევურიოთ ფქვილი და შაქარი. კვერცხი ცალკე გავთქვიფოთ, შევურიოთ კაკაო და მიღებული მასა დავუმატოთ მომზადებულ ცომის მასას. მიღებული ცომი მოვათავსოდ 25 სანტიმეტრ-დიამეტრის ყალიბში ან ჟარონაზე, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.



მინანქრისთვის საჭირო ინგრედიენტები მოვათავსოთ პატარა ჭურჭელში და წამოვადუღოთ.


გამომცხვარი ნამცხვარი გამოვდგათ ღუმელიდან, გაგრილების შემდეგ კი ასევე გაგრილებული მინანქრითა და ნაყინით მოვრთათ და მივირთვათ.


4
53
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
53
  
2013, 16 ოქტომბერი, 22:20
ოკ :) მაშინ პირადში:)
2013, 16 ოქტომბერი, 22:19
:D ეგ პრივატში იყოს ინ, მხოლოდ განსაკუთრებული ხალხისთვის, ხვალ გამოვაცხობ და სურათებს ავტვირთავ, ინტერნეტ სივრცეს სურათებიც ეყოფა. ისე ეს ნამცხვარიც გემრიელად ჟღერს, მოვცდი მერე.
2013, 16 ოქტომბერი, 22:19
შეჭამდა კაცი. :))
2013, 16 ოქტომბერი, 22:14
მაკუშ შენი საფირმო ქადის რეცეპტიც დადე რა
0 1 4