ნამცხვრები შოკოლადის ღვეზელი ნაყინითა და მინანქრით. 2013, 16 ოქტომბერი, 22:12 ტკბილეულთა მოყვარულებს მინდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი და მოსამზადებლად მარტივი ღვეზელი მინანქრითა და ნაყინის დანამატით. საჭირო ინგრედიენტები: ღვეზელისათვის - 250 გრ კარაქი, 0, 5 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი, 0, 5 ჭიქა კაკაო, 4 კვერცხი. მინანქრისთვის - 6 სადილის კოვზი კაკაო, 6 სადილის კოვზი შაქარი, 10-12 სუფრის კოვზი რძე. ნაყინი - გასაფორმებლად. მომზადების წესი: კარაქი გავადნოთ და შევურიოთ ფქვილი და შაქარი. კვერცხი ცალკე გავთქვიფოთ, შევურიოთ კაკაო და მიღებული მასა დავუმატოთ მომზადებულ ცომის მასას. მიღებული ცომი მოვათავსოდ 25 სანტიმეტრ-დიამეტრის ყალიბში ან ჟარონაზე, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. მინანქრისთვის საჭირო ინგრედიენტები მოვათავსოთ პატარა ჭურჭელში და წამოვადუღოთ. გამომცხვარი ნამცხვარი გამოვდგათ ღუმელიდან, გაგრილების შემდეგ კი ასევე გაგრილებული მინანქრითა და ნაყინით მოვრთათ და მივირთვათ. 53 14-ს მოსწონს
|