შოუბიზნესი ლელა მებურიშვილი გათხოვდა 2013, 15 ოქტომბერი, 20:24
ჭორები ლელას გათხოვების შესახებ ადრეც გავრცელდა. რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში მსახიობის ფოტო, თეთრ საქორწინო კაბაში გამოქვეყნდა. ყველაფერი ჭორები აღმოჩნდა, ეს მხოლოდ კინოროლი გახლდათ. მსახიობი საკუთარ რომანს საგულდაგულოდ მალავდა, რჩეულის სახელსაც კი არ უმხელდა ჟურნალ-გაზეთებს. ცოტა ხნის წინ კი ლელა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" სტუმრობდა, სადაც აღიარა, რომ შეყვარებული გახლდათ, მეტიც დასძინა, ჩემს გვერდით აუცილებლად კარგი კაცი უნდა მდგარიყო და ასეც არისო. როგორც გაირკვა ბაჩოს ლელას ნომერი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისაგან გაუგია და მანამ არ მოისვენა, სანამ სასურველი ქალბატონის გული არ დაიპყრო. იმედია საფრანგეთიდან დაბრუნებული მსახიობი გათხოვების შემდეგ მაინც გვიამბობს საკუთარი სიყვარულის ისტორიას. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 2180 6-ს მოსწონს 1-ს არა
|