ადმინისტრაციული ყველაზე სულელური კანონები. 2013, 15 ოქტომბერი, 20:38 ![]() მაშ, მოდით აღარ დავაყოვნებ და ერთად ვიხალისოთ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სულელურ კანონებზე. ![]() ![]() ქალაქი სინგაპური მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი მკაცრი კანონის მახასიათებელია სისუფთავის მიმართ. ქუჩაში დაგდებული რაიმე დაბინძურების ელემენტი მოსახლეობას თურმე ექვივალენტით 600 დოლარის ფასი უჯდება. თორმეტი წლის მანძილზეც თურმე საღეჭი რეზინის გაყიდვა აკრძალული იყო, რადგან ხშირად სხვადასხვა ადგილებში მიწებებული ხვდებოდა ხალხს. მას მერე გაყიდვაში კი 2004 წელს სააფთიაქო ქსელებში დაიწყეს. ![]() აფრიკულ სვაზილენდში კი მეტისმეტად უცნაური კანონი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოიცა, რომ ქალებს არ აქვთ ქვედა საცვლის ტარების უფლება, თუ შემთხვევით ვინმეს აღმოუჩინეს, ჯარისკაცების მეშვეობით, სახალხოდ ხდიან მას, აქცევენ ამ საცვალს ათას ნაკუწად და ამის შემდეგ შესაბამისი მუხლით სჯიან. ასევე 10 წლის ზევით გოგოს არ აქვს უფლება მუხლს ზემოთ კაბა ჩაიცვას, კაბის სიგრძე აუცილებლად უნდა იყოს მუხლამდე ან მის ქვემოთ. ბაჰრეინში არ აქვს გინეკოლოგს უფლება ქალი პირდაპირ გასინჯოს სასქესო ორგანოზე შეხებით, ამას აუცილებლად ახერხებს სარკის მეშვეობით, იყურება სარკეში და ისე ახდენს კონსულტაციას. ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში მდედრ ცხოველებთან სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულია, მაგრამ, მაგალითად ლიბანში სქესობრივი კავშირი მამრ ცხოველთან სიკვდილით ისჯება. ![]() ოჰაიოს შტატში მანდილოსნებს ეკრძალებათ ლაკის ფეხსაცმლის ტარება, ვინაიდან ის შეიძლება ირეკლავდეს საცვალს და გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. ასევე აკრძალულია კოცნა ხუთ წუთზე მეტ ხანს. და აქვე, ფლორიდის შტატში ძალზე უცნაური კანონია გასათხოვარ ქალებთან დაკავშირებით, არ უნდა დაკავდნენ ისინი საპარაშუტე სპორტით კვირა დღეს. ვერმონტის შტატში ცოლი, ქმრის წერილობით დაკანონებული თანხობის შემდეგ ეწერება სტომატოლოგთან კონსულტაციაზე პროთეზის ჩასადგმელად, მისი ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს. ქალაქ Montgomery-ში (Alabama) გამვლელებს არ აქვთ უფლება გახსნან ქოლგები, რათა არ შეაშინონ ცხენები. ![]() დანიაში ასევე დანაშაულად არ ითვლება პატიმრის ციხიდან გაქცევა, მაგრამ ის თუ დაიჭირეს, აგრძელებს ჩვეულებრივ სასჯელის მოხდას დარჩენილი ვადით. ![]() ჩინეთში წყალში დახრჩობის პროცესში ხელი არავის არ უნდა შეუშალოთ, დიახ, სწორად მოგესმათ, ანუ უნდა მისცე უფლება თავის დახრჩობის მცდელობა სიკვდილით დააგვირგვინოს მოქალაქემ, ვინაიდან ეს თქვენ გეთვლებათ კანონის დარღვევაში. ასევე ჩინეთის სასწავლებლებში მხოლოდ ჭკვიანი და საზრიანი სტუდენტების ჩარიცხვა ხდება, უცოდინრებს და უჭკუოებს შესაბამისად არ იღებენ. ![]() კანადაში ასევე წესის დარღვევად ითვლება ორმოცდაათ ცენტიანი ღირებულების ნივთის ყიდვა სულ ერცენტიანებად. იმედია გახალისეთ ამ სულელური და სახალისო კანონებით: 1050 18-ს მოსწონს |
ზოგის აზრს ვერ ჩავწვდი მიზანს