x
image
თამარი555
საიდუმლოებით მოცული ადამიანები
საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით მოცული ადამიანებით, რომელთა პიროვნული მონაცემები ვერ დადგინდა.



1. ბატონი შუშანი.



image


“შუშანი"– უცნობი ებრაელი მასწავლებლის ფსევდონიმია. რომლის მოსწავლეთა შორის იყო ემანუელ ლევინასი (სურათზე) და ელი ვიზელი. შუშანის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მისი წარმომავლობა და ცხოვრებისეული ისტორია დიდი საიდუმლოებით არის მოცული. ამ ბატონის საფლავზე, მონტევიდეოში (ურუგვაი), არის წარწერა: “ბრძენ რაბი შუშანის ნათელ ხსოვნას". მისი დაბადება და ცხოვრება გასაიდუმლოებულია. ტექსტი დაწერილი იყო ელი ვიზელის მიერ. მისი ნაშრომები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა მის მოსწავლეებს გადაეცათ. ბატონი შუშანი იცვამდა როგორც მათხოვარი, მაგრამ გააჩნდა ფართო განათლება სხვადასხვა მეცნიერების, მათემატიკის და ფილოსოფიის სფეროში და აგრეთვე თალმუდის ირგვლივ.




2. ედგარ პოს საიდუმლო თაყვანისმცემელი.


image


ედგარ პოს საიდუმლო თაყვანისმცემელი იხდიდა გადასახადს ყოველ წელს ედგარ პოს სასაფლაოსათვის. ეს უცნაური ტრადიცია 1949 წლიდან დაიწყო. მისი გარდაცვალების 1998 წლიდან კი ამ ტრადიციას მისი მემკვიდრე აგრძელებდა. 2010 და 2011 წლებში კი თაყვანისმცემელი საფლავზე აღარ გამოჩენილა.



3. გამოქვაბულის ბავშვები.


image


1887 წლის აგვისტოს ესპანეთში, გამოქვაბულ ბანხოსის სიახლოვეს, ორი ბავშვი ნახეს, მათ მომწვანო ფერის კანი ჰქონდათ ხოლო ტანზე მათი სამოსელი უცნობი წარმომავლობის მატერიალისგან იყო შექმნილი. ისინი არ საუბრობდნენ ესპანურად, მაგრამ თვალების ფორმის მიხედვით ისინი აღმოსავლეთის ადამიანებს ჰგავდნენ. თავდაპირველად ბავშვებს ჭამა არ შეეძლოთ, ამის გამო ბიჭი გარდაიცვალა. გოგონამ კი საკმაო ხანი იცოცხლა, რომ მოეთხრო რომ ისინი მოვიდნენ იმ ადგილიდან სადაც მზე არ არის, რომ ერთხელაც ქარიშხალმა ისინი გამოქვაბულში გადატყორცნა. გოგონა დაიღუპა 1892 წელს. მისი წარმომავლობა ვერ დაადგინეს.

6
452
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
452
  
2013, 13 ოქტომბერი, 16:54
ეს ბავშვები ფონიჭალის დასახლებიდან იყვნენ....
2013, 12 ოქტომბერი, 23:52
უღრმესი მადლობა.
2013, 12 ოქტომბერი, 23:50
მართლაც საინტერესოა,ისევე როგორც ყველა სტატია შენი...
2013, 12 ოქტომბერი, 22:17
დიდი მადლობა.
2013, 12 ოქტომბერი, 22:17
ძალიან საინტერესო სტატიააა
0 1 6