x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მონიკა ბელუჩი ახალ ფილმში დედოფლის როლს ითამაშებს
ცნობილი იტალიელი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი მეტად დატვირთულია კინო-გადაღებებით. ემილ კუსტურიცას ფილმში მონაწილეობის შემდეგ მონიკა დიდხანს არ დარჩენილა უქმად და ახალი მიწვევა მიიღო.

ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორი ალის რორვაკერი მსახიობს იღებს ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდება გახლავთ " Le Meraviglie" -სასწაულები. ფილმში მონიკა დედოფლის როლს ითამაშებს. იტალიელმა რეჟისორმა უკვე მიიღო პრიზი კანის 2011 წლის კინოფესტივალზე ფილმისთვის "ციური სხეულები" .

კინო-გადაღებები რამდენიმე დღეა დაიწყო და მონიკამ უკვე მოირგო დედოფლის სამოსი.
image

image


ასეთი დატვირთული გრაფიკის გამო იტალიელ ლამაზმანს პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გულის დაპყრობის მსურველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა მონიკას ქმართან განშორების შემდეგ.


image

image

image




0
96
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0